• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა მითხრა, ღარიბაშვილი არის კლინიკური იდიოტიო – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:21 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბევრს დავდივარ უცხოეთში და ყველა პოლიტიკოსი მეუბნება, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბდათ აზრი ,,ოცნებაზე” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,,ქართული ოცნების” ბოლო გადაწყვეტილებას აფასებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას უკვე ღიად აკრიტიკებენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ ,,ოცნებამ’ საქართველო გააღატაკა და პასუხს ამის გამო მალე მიიღებს.

ყველა ჩემი კონტაქტი ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს. ვუშოვე ვაქცინები ევროპაში, ამათმა დარეკეს, არ გვინდაო. ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის დახმარებისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში მჭირდებოდა ჩემი მცდელობა, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება? ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. 

ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროპარლამენტარებს. ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ღარიბაშვილი არის კლინიკური იდიოტიო. 

,,მჟავე იყო ეს ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო”- ასეთია ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან. ვინ აძლევდა ყურძენს, ვეღარ მიწვდნენ, ვეღარც მიწვდებიან ეს მართლა ოროსნები. რა თქმა უნდა, იტყუებიან, ეს არის ევროკავშირის უფასო ფული, რომელსაც აღარ აძლევენ, იმიტომ რომ იღებენ 5-ჯერ მეტი პროცენტით ევროკრედიტებს, გააღატაკეს ბიუჯეტი, ორჯერ გაზარდეს საგარეო ვალი, ვიდრე ჩემს დროს იყო, ორჯერ გაზარდეს სიღარიბე და უმუშევრობა, ორჯერ დააგდეს ვალუტის კურსი და ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ ვალუტის კურსი უფრო დაეცემა, უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

რა თქმა უნდა, ამათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ, რადგან ეს თანხა მთლიანად მათ ჯიბეებში მიდის და არაფერი არ აღწევს ქართველი ხალხთან. 

ესენი ცდილობენ, საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროპას და რუსულ ჭაობად გვაქციონ. ჩვენსა და ევროპას შორის არ უნდა იდგნენ ეს ყაჩაღები. 

საქართველო იქნება წარმატებული და განვითარებული ქვეყანა – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved