• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო რამაა, რაც მისგან მომისმენია ან წამიკითხვას!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:24 01-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,907

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ეს იმ სერიიდანაა, აი, კაცი ციხეში რომაა, არ გინდა შეეპასუხო, მაგრამ ძალიანაც რომ გინდოდეს, გატარება, რომ არ გამოგდის! სააკაშვილის მიერ, ან მისი სახელით გუშინ გამოქვეყნებული პოსტი შემხვდა, სადაც მიშა პასუხობს ინგა გრიგოლიას მოსაზრებას მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის მრვალრიცხოვანი ფაქტების არსებობაზე..
პრეზიდენტთყოფილის კონტრარგუმენტები ასე იწყება: –
„მოდით ჩამოვთვალოთ რა კატეგორიის ადამიანის “უფლებები” დაირღვა:
ვაზაგაშვილის უფლება დაირღვა და მის მიერ მოკლული ხალხის არა?“
ამ წინადადების მერე წაკითხვაც აღარ მინდა! ალბათ ერთ ერთი ყველაზე სამარცხვინო რამაა, რაც მისგან მომისმენია ან წამიკითხვას! არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება გაუსამართლებლად მოკლას ადამიანი, თუნდაც ის ძალიან ცუდ კაცად მიაჩნდეს, მით უმეტეს საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია! ცივილიზებული სამყაროს და სამართლებრივი სახლემწიფოს კიდევ უფრო ძველი და ფუნდამნტალური პოსტულატია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მას დანაშაულს სასამართლო არ დაუმტკიცებს! ის რომ პრეზიდენტყოფილი, გარდაცვლილ ადამიანს, მკვლელად აცხადებს, ისე რომ მისი სასამართლო არ შემდგარა , ხოლო მოკლულს, ბუნებრივი პასუხის გაცემა და თავის დაცვა არ შეუძლია, ეს სამართლებრივთან ერთად ის მორალური პრობლემაცაა, რაზეც ამ შემთხვევაში, უბრალოდ, საუბარიც კი ზედმეტია!
ადამიანს, რომელიც არ ცნობს ასეთ უმარტივეს მორალურ-პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭეშმარიტებებს, რომლებზეც, კიმების, აითოლების, მადუროების და მათი მსგავსების გარდა, დიდი ხანია შეთანხმდა კაცობრიობის განათლებული და ცივილიზებული ნაწილი, არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია პროევროპელობაზე, ცივილიზებულობ, დემოკრატიულ პოლიტიკოსობაზე!
პარტია, რომლის ლიდერიც ეს კაცია და რომელიც ხმას არ იღებს მათი ლიდერის ასეთი შუასაუკუნეობრივი აზროვნების გამოვლინებაზე, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ვერანაირად ვერ იქნება ევროპული მომავლის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს დემოკრატიული პარტიების რიგში!
ამ პოსტის ავტორის და მისი მიმდევრების ლიბერალიზმზე საუბარიც კი, ისეთივე აბსურდი და უტიფრობაა, როგორც პუტინის და პუტინისტების მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე!
P.S. ადამიანს, მისი მმართველობის დროს, მისი ძალოვნების მიერ მოკლული ახალგაზრდას მიმართ, ასეთი ნულოვანი ემპატია რომ აქვს, ვაზაგაშვილის მოკვლას იმდენად რომ არ აღიარებს დანაშაულად, მისი “უფლებები” დაირღვაო, ესეც კი ბრჭყალებში აქვს ჩასმული(!), ეს კიდევ სხვა, ჩემი აზრით, უფრო სამედიცინო-ფსიქიატრიულ თემაა!
ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა დააშავა ამ ქვეყანამ, რატომ გვარგუნა ბედად ამდენი აგრესიული, შეუბრალებელი, სოციოპატი პოლიტიკოსი, ყოფილი თუ ახლანდელი მმართველი, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არიან უპრობლემოდ გაწირონ ადამიანების თავისუფლება და სიცოცხლე!
ეს მანკიერი, დამღუპველი წრე როგორმე უნდა დავარღვიოთ და თუ მართლა გვინდა ცივილიზებულ სახელმწიფო ავაშენოთ, ამ ადამიანებს ქვეყნის ბედი აღარასოდეს უნდა ვანდოთ! პირადად ჩემთვის ნათელია, არასდროს და არც ერთი ხმა არ იმ პარტიას თუ გაერთიანებას, სადაც ასეთი პოლიტიკოსები იქნებიან!

“ვაზაგაშვილის უფლება დაირღვა და მის მიერ მოკლული ხალხის -.არა? აღარაფერი აღარ უნდა გავატაროთ” – სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved