• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია გააჩეროს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი – რიკოთი – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:59 08-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,082

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან „რუს ოლიგარქს და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას”.

„გადამწყვეტ არჩევნებამდე რჩება 62 დღე, როდესაც 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან რუს ოლიგარქს და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მოაგვაროს ქვეყნის წინაშე არსებული არც ერთი პრობლემა, რისი დასტურიც არის ის სატრანსპორტო და ინსტიტუციური კოლაფსი, რაც გუშინ ვიხილეთ. მაშინ როდესაც, თანამედროვე სახელმწიფოებში წვიმის შედეგად გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ჩვენს ქვეყანაში წვიმაც კი გარდაუვალი პრობლემების წყაროდაა ქცეული კორუმპირებული ხელისუფლების ხელში. ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია კოლაფსი გამოიწვიოს, იზოლაციაში მოაქციოს და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს სოფლები და ქალაქები, ასობით ადამიანი, გააჩანაგოს საცხოვრებლები და მოსავალი, მრავალსაათიანი საცობები გამოიწვიოს დედაქალაქში და რაც მთავარია – გააჩეროს ტრანზიტული ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი – რიკოთი, რომელზეც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რიკოთზე სერიოზული პრობლემები იქმნება.

„ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული ორი მთავარი ამოცანიდან – გახადოს მგზავრობა უფრო სწრაფი და უფრო კომფორტული – ვერც ერთი ვერ სრულდება სწორედ მაშინ, როდესაც მოქალაქეებს ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვითხოვდით რიკოთის უსაფრთხოების აუდიტს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ პრობლემა არ არსებობს, ფაქტები კი საპირისპიროს აჩვენებს.

არა თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ ხელისუფლებამ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ვერ შეძლო ისე, რომ წვიმა არ იწვევდეს დედაქალაქის და სხვა ქალაქების პარალიზებას და უსაფრთხოების პრობლემებს არ ქმნიდეს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ კრიზისის დროს არაერთი მოქალაქე აღნიშნავდა, რომ თვალით არ უნახავს სამართალდამცავები, რომელთა აქტიური ჩართულობა ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სიტუაციის მართვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. მიუღებელია ისიც, რომ კრიზისის დროს, რომელიც არაერთ საათს გაგრძელდა და ასობით მოქალაქეს შეეხო, ხელისუფლება არ ახდენდა მოქალაქეთა სრულყოფილ და წინმსწრებ ინფორმირებას სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილ ვითარებასთან, მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომ დახმარებასთან დაკავშირებით. მეტიც, არაერთი მოქალაქის განცხადებით, როცა თავად გადიოდნენ კავშირზე სხვადასხვა სამსახურთან, ზუსტ და რეალურ ინფორმაციას ვერ იღებდნენ, ამა თუ იმ ლოკაციაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოგებული პროექტები მუდამ კანონდარღვევებით, ხარვეზებითა და ვალდებულებების დარღვევით სრულდება ან საერთოდ ვერ სრულდება.

„ეს ხდება იმიტომ, რომ ტენდერებს, იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომლებმაც საზოგადოების უსაფრთხოება და კომფორტი უნდა უზრუნველყოს, როგორც წესი, იგებენ ისეთი კომპანიები, ვისაც ამ სამუშოების ხარისხიანად და დროულად შესრულება არ შეუძლიათ, მეტიც ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომელთა საერთაშორისო რეპუტაციაც საეჭვოა, რომლებიც გახვეულნი არიან არაერთ სკანდალში, მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, სანქცირებულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

იხარჯება მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დახმარებები თუ გრანტები, გადის წლები, მაგრამ შედეგი მოქალაქეების საკეთილდღეოდ მაინც არ დგება, მოვლენიდან მოვლენამდე ხელისუფლება არაფერს ცვლის, რომ თავისი საქმიანობა გააუმჯობესოს და შეცდომებიდან მაინც ისწავლოს, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლების კორუფცია და უპასუხისმგებლობა. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებისათვის, როგორც წესი, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, ისინი რუსი ოლიგარქის დავალებებს ასრულებენ, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს მოემსახურონ. ამ ყველაფრის მძიმე ტვირთს კი მოქალაქეები ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს თავზე.

რა უნდა შეიცვალოს, რომ მსგავსი კრიზისი აღარ შეიქმნას ერთი წვიმის პირობებში, ამაზე არაერთი კონკრეტული წინადადებით მივმართავდი ხელისუფლებას, მაგრამ მათ მართვის არანაირი რესურსი აღარ შერჩათ. ამიტომ 26 ოქტომბერს აუცილებელია მთლიანად ხელისუფლების ცვლილება, რასაც აუცილებლად მოჰყვება კორუფციის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლო მმართველობის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა, რაც ჩვენი კოალიციის “ძლიერი საქართველოს” უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია, ამ ნაბიჯებს ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმისათვის, რომ შევქმნათ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება არა რუსეთს, როგორც ამას „ქართული ოცნება” აკეთებს, არამედ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved