• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, დედ-მამა.. 76 გარდაცვლილი, 78 გარდაცვლილი, 80 გარდაცვლილი, ეს რიცხვები რამეს გეუბნებათ ?“ – მარიამ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:59 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ მეტრეველი ოჯახური ტრაგედიის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დედაც და მამაც კოვიდინფექციას შეეწირნენ.

„76 გარდაცვლილი, 78 გარდაცვლილი, 80 გარდაცვლილი, რამეს გეუბნებათ ეს რიცხვები?64 დღის წინ, ჩემი ორივე მშობელი, უძვირფასესი დედა და მამა ერთად მივაბარე მიწას, თან ჩემი გული და სული გავატანე… ეს ორი ადამიანი, რომელიც ჩემი მთელი სამყარო იყო, მაშინდელი სტატისტიკის ნაწილად მიითვალა და უბრალოდ დაიწერა რომ იმ დღეს 82 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით. როგორც წესი, ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერდა, ყველაფერი გაიყინა და სიცოცხლე გაუფერულდა… მე ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, დედ-მამას ვერც კი გამოვემშვიდობე, ვერ ჩავეხუტე, ვერ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და უნდა ებრძოლათ, იმიტომ რომ ამის უფლება არავინ მომცა… ჩემი ტრაგედია ბევრისთვის ზღაპარია.. დაუჯერებელი, გამოგონილი ამბავი… დიახ, ზღაპარია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბავშვობაში გვიკითხავდნენ, ჩემი გაუგონარი უბედურებით დასრულდა და ყოველი წუთი იმ ცხოვრებისა, რომელიც ჩემ დაუკითხავად გაგრძელდა, დაუსრულებელ ჯოჯოხეთს გავს, რადგან მე ვერაფერი დამემართებოდა მეტად მტკივნეული… ჩვენ ვმსჯელობთ უნდა ავიცრათ თუ არა, ვერ გადაგვიწყვეტია პირბადე უნდა გვეკეთოს თუ არა, ვკიცხავთ მას, ვინც სიკვდილს აცრა ამჯობინა, ვლანძღავთ იმას, ვინც ჩვენს შეხედულებას ვერ მოერგო, იმასაც ვინც, რამით შეგვზღუდა… ამასობაში კი ჩემნაირ, უბრალო ადამიანებს ცხოვრება თავზე ჩამოექცათ და იმ სტატისტიკის მიღმა განუზომელი ტკივილით აგრძელებენ, ან კიდევ ვერ…ეს ვირუსი განაჩენია, ამ ვირუსს მოაქვს სიკვდილი, კოვიდი კლავს! კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩემი 61 წლის დედა..მაშინ დავობლდი, როცა ყველაზე მეტად შემწევდა უნარი ჩემი მშობლებისთვის ბედნიერი სიბერე მეჩუქებინა… ვინც კი მიცნობთ, ასე თუ ისე ყველამ იცოდით რომ მშობლები ჩემთვის იყვნენ მთელი ჩემი სამყარო, მათთვის ვცხოვრობდი, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო… ვერ მოასწრეს დაბერება… ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა, გაურკვეველი, მაგრამ გადარჩენა…ბოლო დროა უმეტესად ჩუმად ვარ, ვცდილობ ცხოვრებასთან ვადაპტირდე, თავიდან ვსწავლობ სიარულს, მაგრამ ვერ ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გითხრათ, რომ ეს ვირუსი კლავს! 9 სექტემბერს მეც მოვკვდი, დღემდე ასეა და ასე იქნება სულ, რადგან ჩემი არსებობის ეს განსაცდელი სამუდამოა, გამოუსწორებელი და საზარელი… დილით გაღვიძება არ მიხარია, დაღამებას ველოდები, რომ დრო მალე გავიდეს… ის მომავალი დღეები, რომელიც არ ვიცი რამდენი იქნება, ტკივილს მგვრის… ვერაფერს ვახერხებ… დავდივარ ასე უსულოდ და მექანიკურად ვიღიმი.. ისიც კი არ ვიცი სადმე, ოდესმე დედ-მამასთან ჩახუტებას თუ შევძლებ… ოდესმე ისევ თუ გამიხარდება მზის ამოსვლა…“ – წერს მარიამ მეტრეველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved