• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
19:38 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული შეთანხმების პროცესს აფერხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება ზეპარტიულ საკითხებზე მოხდეს და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. 

„პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველა უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება იმით განსაზღვრული, რომ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამას“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, როგორ იქნება მიღწეული ეროვნული შეთანხმება, გახარიამ აღნიშნა, რომ „კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას“.

„ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა და კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომლებზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, შეთანხმება. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა, ახალი წლის წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ.  ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რა არ უნდა გააკეთო არასოდეს, დივნის წმენდისას, თუ გინდა რომ არ გაფუჭდეს?
ახალი ამბები

რა არ უნდა გააკეთო არასოდეს, დივნის წმენდისას, თუ გინდა რომ არ გაფუჭდეს?

07:01 05-30-2025
რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
ახალი ამბები

„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის

18:06 05-29-2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
ახალი ამბები

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

16:59 05-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved