უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ერს მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის, სამსახურებრივ სივრცეში ჩხრეკები დღეს დილით დაიწყო. სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები სამთავრობო კვარტალში შევიდნენ და ერმაკის საქმეზე პროცედურული მოქმედებები განახორციელეს.
ერმაკის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო კვირებში უკრაინაში მასშტაბური კორუფციული სკანდალი გახმაურდა: ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ დანაშაულებრივ სქემას ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა – სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი, რომლის დამფუძნებელთა შორის წარსულში ვოლოდიმირ ზელენსკიც იყო.
სქემა „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღებას მოიცავდა, რაც კონტრაქტების ღირებულების 10–15%-ს შეადგენდა.














კომენტარები