• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი!”– გუბაზ სანიკიძე

ალია ავტორი - ალია
15:05 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,126

დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:

თვითონ კანონის დასახელება, უცხოური გავლენების შესახებ – ამაში აზრობრივი ნონსესია,

ბატონებო, მთელი საქართველოს ისტორია არის უცხოური გავლენების ქვეშ. ჩვენ რა გვინდა, რას ვიცავთ? – ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს, ეროვნულ ღირსებას, ტრადიციებს, ხომ? ქართულ ეკლესიას, ქრისტიანობას, რომელიც გალილეადან მოვიდა, ქართულ ბერ–მონაზვნობას, რომელიც ასურელმა მამებმა მოიტანეს, ვიცავთ ვეფხისტყაოსანს, “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”, ვიცავთ დროშას, აი, ამ დროშას, ეს არის   ბაგრატიონების დროშა, იცით სიმბოლო რა არის? წმინდა მიწის დროშაა ეს, პალესტინის დროშაა. ბაგრატიონების სრული გვარი იცით როგორია? იესიან დავითიან სოლომონიანი. აღმაშენებლის თვლიდა თავს ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად – ებრაელად თვლიდა თავს. ჩვენ ვიცავთ ქართულ წეს–ჩვეულებას, ქართულ სუფრას – რომელიც არაბული სიტყვაა. ვიცავთ თამადის ინსტიტუტს, რომელიც ასევე არაბული სიტყვაა. ოჯახს ვიცავთ ჩემო კარგებო, ისე ჯობია ყველამ ჩვენ–ჩვენ ოჯახებს მივხედოთ და დავანებოთ სხვის ოჯახებს თავი, წესი ასეა, ოჯახს ვიცავთ, თურქული სიტყვაა თქვენ წარმოიდგინეთ.

ქართველები ყოველთვის აკეთებდნენ აკეთებდნენ აქცენტს – ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი!

ინდოეთის ოკეანეში არის პატარა კუნძული სანტინელა, პატარა ტომი ცხოვრობს, არაფერი უნდა ქვეყნის ზურგზე, ვერავინ ეკარება. თქვენი იდეოლოგიური მომზადება გულისხმობს საინტინელას, რომ არაფერი გინდათ, ის, რაც ჩამოგითვალეთ, ის ყველაფრი არის შემოსული, ათონელები რომ თარგმნიდნენ, მთაწმინდეელები, ბერძნულიდან, სირიულიდან, უცხოური გავლენის აგენტები ყოფილან. იოანე პეტრიწე ნეოპლატონიზმის აპოლიგეტი აგენტი ყოფილა, კაცო, თქვენი ფსიქოლოგიით და მოწოდებით. მე ვუსმენ თქვენ პროპაგანდისტებს. მცდარია, ხალხო, ეს ყველაფერი თქვენი, მცდარი და არასწორია.

ამ დარბაზში ალბათ 5–6 კაცს ქვია ქართული სახელი, დანარჩენს ბერძნული, ან სპარსული, ან ებრაული, ბიბლიური – გავლენის ქვეშა ვართ, ხალხო? რა არის ეს ქართველობა, ხალხო? – ეთნიკურობა? სერგო ორჯონიკიძე იყო ეთნიკური ქართველი, დაწყევლილ იქნას მისი მოდგმა. ბორჩალოელი, აზერბაიჯანელი კაცი, ამაზე ერთგული კაცი არ ჰყოლია ერეკლე მეფეს – ესაა ქართველობა, თვითშეგნებაა ქართველობა, გააზრება არის ქართელობა. უცხო ცუდი არ არის, ოღონდ უნდა ავარჩიოთ.

ჩვენ ხალხს ჰქონდა ასეთი თვისება, ირჩევდა იმას, რაც მას უნდოდა, რაც არ უნდოდა, იმისგან არაფერს ტოვებდა. 4 საუკუნე ისხდნენ თბილისში არაბები, პწკარი არ არის დარჩენილი, იმიტომ რომ არ უნდოდათ ქართველებს ეს.

მაგალითი გინდათ? აგერ არის იაპონია, ბრწყინვალე ქვეყანა – ამომავალი მზის ქვეყანა, იაპონიაზე ძლიერი ქვეყანა რომელია? იაპონელებზე უფრო მაგარი ნაციონალისტები ვინ არიან დედამიწის ზურგზე. მეი ძი – იმპერატორი იყო ასეთი, როცა ნახა დასავლური კულტურა, თქვა – ასეთი მინდა, და გახადა კიმონოები და ჩააცვა ფრაკები და კოსტუმები და ერთ თაობაში რუსებს კბილები დააყრევინეს. კოსტუმი რომ აცვია, შიგნით იაპონელია, სამურაია შიგნით დღესაც და არაფერი შეცვლილა. აი, ეს სხვაობაა ჩვენ შორის. მცდარია თქვენი პროპაგანდა, თქვენ მოუწოდებთ ქვეყანას გახდეს კუნძული სანტინელა. რასაც ახლა ჩვენ ქართულად ვთლით, თავის დროზე შემოსულია ყველაფერი, იმპორტირებულია ყველაფერი. 

ქართველმა ხალხმა, დიდებულმა ქართველმა ხალხმა, ახლა გარეთ რომ არის, აირჩია ევროპის გავლენა, ნებაყოფლობით და უარს ამბობს ურდოს გავლენაზე. ასეთი ლეგენდაა, ქართველები რომ დადიოდნენ ირანში, იქ ასეთი ჩიტი იყო, რომელიც ამბობდა: – ნუ გათათრდები, ნუ გათათრდები.

ახლა ასეა – ნუ გარუსდები, ნუ გარუსდები.

არ არის ეს ჩვენთვის მისაღები, ურდოა ისა.

კანონი გვინდა – კანონის უზენაესობა? – კანონი ლათონურიდან მივიღეთ, ყველაფერი იქედანაა, მერე იმას ქართულად ვხარშავთ. ვეფხისტყაოპსანზე მეტი ევროპა რა გინდათ, ხალხო? არადა, კაცი ამბობს, სპარსული ამბავიაო.

ებრაელებს აქვთ, 13 წლის ასაკში ბავშვი როცა ხდება მამაკაცი – რითი განსხვავდება ბავშვი ზრდასრულისგან? ბავშვი არ აგებს არაფერზე პასუხს, მარა ბარმიცვას მერე ყველაფერზე აგებს პასუხს ღმერთთანაც და ადამიანთანაც და მთელი ცხოვრება ებრაელი ბავშვები ბარმიცვისთვის ემზადებიან. აი, ახლა, ჩვენ პოლიტიკური ბარმიცვა გველოდება, ყველას, ამის შემდეგ, ჩვენ ვაგებთ კარგზეც და ცუდზეც პასუხს.

ებრალეები გონიერი ხალხია, მათ აქვთ ნათქვამი, უფალო მომეცი უნარი გავარჩიო შავი და თეთრი, ავი და კარგი, გისურვებთ ამას, ჩემო კოლეგებო, დაფიქრდით

დიდება საქართველოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved