ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო!
ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო” შექმნილი მდგომარეობის გამო (რუსეთ-უკრაინის ომი) დროებით აჩერებს აქტივობას. გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდი გამოყენებული იქნება ორგანიზაციის მოდერნიზაციისა და ელემენტარული ფინანსების მოზიდვისათვის. შესაბამისად, ამ პერიოდში ორგანიზაციის წევრთა მიერ საჯაროდ (ფეისბუკში) გამოთქმული შეხედულებები არის მხოლოდ მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და არ წარმოადგენს ორგანიზაციის საერთო პოზიციას“ – წერს ზვიად ტომარაძე.

კომენტარები