• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერევნის მერი გადააყენეს, ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
11:02 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

პირველად სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერევნის მერს საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ოდესღაც ფაშინიანის ახლო მოკავშირე, ჰაიკ მარუტიანი სომხეთის დედაქალაქის მერი 2018 წლიდან იყო.

44 ხმით 10-ის წინააღმდეგ, ერევნის მერის ყოფილი მოადგილე, ჰრაჩია სარგსიანი მარუტიანის ნაცვლად აირჩიეს.

ჰაიკ მარუტიანმა მერად ყოფნისას ბოლო გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა სომხეთის პოსტრევოლუციური მთავრობა — ოფიციალური პირები დაადანაშაულა, რომ მერიის იმ თანამშრომლების გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომლებიც Facebook-ზე “ცუდ” კომენტარებს წერდნენ, ან ცუდ პოსტებს “ალაიქებდნენ”. ასევე, თქვა, რომ ისინი თავიანთი თავებისთვის, მეგობრებისა და ნათესავებისთვის განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოითხოვდნენ.

“მოდით, ეს ყვავილების საწოლი აქ დავდგათ, მივცეთ მშენებლობის უფლება, მივცეთ [შენობაზე] სართულების დამატების უფლება, ეს მიწა გავაფართოვოთ და სხვა”, — თქვა ყოფილმა მერმა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომლებსაც სავარაუდოდ იღებდა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში მისგან პასუხი ერთი და იგივე იყო — “სანამ მე აქ ვარ, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდება”.

16 დეკემბერს სომხეთის მმართველი პარტია, სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ერევნის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, მარუტიანის გადაყენება Facebook-პოსტით გაამართლა და პარტიიდან მისი წასვლის მაგალითი მოიყვანა. მათი თქმით, მარუტიანმა არ დაიცვა საარჩევნო პროგრამა, ასევე, ვერ აღასრულა თავისი “მისია”, რომ “ერევნის მუნიციპალიტეტში სისტემური კორუფცია აღმოეფხვრა”.

ყოფილი მერის თქმით, პარტია 2020 წლის დეკემბერში დატოვა.

მარუტიანმა პარტიის დატოვების მიზეზად ოფიციალური პირების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაასახელა. მისი თქმით, ეს “რევოლუციური” ქალაქის ადმინისტრაციისთვის შეუფერებელი იყო.

“ეს ხალხი რევოლუციის პრივატიზებას ცდილობს, ცდილობენ, რომ სამოქალაქო ხელშეკრულება რევოლუციური ღირებულებების ერთადერთ მატარებლად და მემკვიდრედ აქციონ. ეს ჩემთვის მიუღებელია”, — თქვა მან.

ქალაქის მერიაში სამოქალაქო ხელშეკრულების მიერ მართული ფრაქციის, ჩემი ნაბიჯის წევრებმა, გრიგორ იერიციანმა და გაიანე ვარდანიანმა მარუტიანის გადაყენების გამო თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ჩემი ნაბიჯის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ვაჰე გევორგიანმა ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებების გამო, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ზოგიერთ წევრს მარუტიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა აიძულეს, მისი გადაყენება დაგმო.

21 დეკემბერს მერიაში სიტყვით გამოსვლისას გრიგორ იერიციანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის მერის გადაყენებას ხმას არ მისცემდა, ფრაქციის ხელმძღვანელი, არმენ გალჯიანი იმ საბჭოს ფულადი სახსრების გაყინვით დაემუქრა, რომელსაც იერიციანი ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ინფორმირებულ მოქალაქეთა გაერთიანებამ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მარუტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

მართალია, საკრებულოს წევრებმა ლუისის ფრაქციიდან, რომელიც სომხეთის ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიასთანაა დაკავშირებული, მარუტიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, მათ მაინც ღიად გააკრიტიკეს ყოფილი მერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა და თქვეს, რომ მან გადამწყვეტი რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.

“ჰაიკ მარუტიანი სამოქალაქო ხელშეკრულების პარტიაში ოპორტუნისტულად გაწევრიანდა და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იმავე გზით დატოვა”, — განაცხადა საკრებულოს წევრმა ლუისიდან, დავით კაჯაკიანმა.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჰაიკ მარუტიანი, შესაძლოა, ოპოზიციაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ გამოჩნდეს.

“[მარუტიანისადმი] ფართო საჯარო ყურადღება კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ ის, შესაძლოა, ნამდვილი საფრთხე იყოს ფაშინიანისთვის”, — დაწერა Civilnet-ის ჟურნალისტმა, ემილიო კრიკიომ საკუთარ Twitter-ზე.

როგორც ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების პროექტის კოორდინატორმა OC Media-ს განუცხადა, მარუტიანის გადაყენება სამოქალაქო ხელშეკრულების გუნდსა და უფრო ფართო რევოლუციურ გუნდს შორის დაპირისპირების შედეგია.

წყარო: on.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved