• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
11:44 05-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,973

ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას. – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას. ტრაქტატი გულისხმობდა პროტექტორატს, ყველაფრის (სამეფო ტახტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების) შენარჩუნებით. ერთ-ერთი მართლაც პრობლემური მუხლი იყო ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე, როდესაც საქართველოს კათალიკოსის ჩაწერა მოხდა პირველ ათეულში – რუსებს თავად გაუქმებული ჰქონდათ პატრიარქობა, რუსეთის ეკლესიის სინოდი კი სენატის (ანუ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს) ერთ-ერთი კოლეგია (ანუ სამინისტრო) იყო. მაგრამ ამ პუნქტზეც წერია, რომ იგი საბოლოო არ არის და კორექტირებას ექვემდებარება. გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულება არასოდეს შესრულებულა. იგი დაირღვა ძალიან მალე, კრწანისამდეც კი. ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება ერეკლეს ოსმალეთთანაც ჰქონდა გაფორმებული.
რაც შეეხება გიორგი XII-ს, (ზოგჯერ XIII-დაც იხსენიებენ, თიკუნით “ზაქიჭამია”) იგი სულ ორ წელიწადს მეფობდა. იგი კარგი მეომარი, თუმცა სრულიად აპოლიტიკური ადამიანი იყო. მან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, რომელიც ბევრად უარესი იყო გეორგიევსკზე – ის გულისხმობდა ყველაფრის დათმობას და ფაქტობრივად სამეფოს ჩაბარებას. ამას ეწინააღმდეგებოდა ბატონიშვილი ალექსანდრე, რომელსაც ირანში მოუწია გაქცევა. ვთვლი, რომ ზუსტად ერეკლეს სული მეტყველებდა მასში, რომელსაც კორექტირება სურდა შექმნილი ვითარებისა და ერეკლეს საბრძოლო გენიაც: მან 30 წელიწადი იომა და მოსინჯა ყველა საშუალება რუსეთის გაბატონების წინააღმდეგ კავკასიაში. იგი თეირანში აღესრულა 1844 წელს და იქვე, სომხურ ეკლესიაშია დასაფლავებული.
როდესაც დადგა 1800 წელი და ალექსანდრე დაღესტნელების, შირვანელების და სპარსელების ლაშქართან ერთად კახეთში შემოვიდა და ნიახურას ველზე დადგა, მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მეორე მხარის შეიარაღებული ძალის სათავეში მისი ძმა გიორგი იქნებოდა. მას სურდა ერთი-ერთზე საუბარი მასთან და აუცილებლად შევაცვლევინებ გადაწყვეტილებასო. როდესაც შეიტყო, რომ ქართველების და რუსების მხედრობას სხვები მოუძღვიან, მეფე კი იქ არ არის, იგი მიხვდა, რომ ნიახურაზე აღარაფერი გადაწყდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი უიღბლო მეფე ამ ამბიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.
საბოლოო ჯამში ერეკლეს ნებას სწორედ ალექსანდრე გამოხატავდა და არა “ზაქიჭამია”. მისი სურათი (ისევე, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის) პირველად ეროვნულმა მოძრაობამ წამოსწია 1988 წლის მიტინგებზე. ამიტომაც სწერდა ტიციან ტაბიძე მასზე:
რა შეედრება პოეტის სახელს?- გმირის სახელი უფრო მეტია.
მიყვარს ქართული მიწა მართალი,რაც ვაჟკაცებით მონახვეტია.
ამ საშინელ და უიღბლო ღამეს მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი,
რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილის ალექსანდრესი. – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved