• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერდოღანს შეუძლია მცირე რესურსებითაც მაქსიმუმი სარგებელი მიიღოს” – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
17:17 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:

 

“?17 აგვისტოს თურქეთმა დაიწყო სამხედრო მანევრები სირიის ჩრდილოეთით აფრინის რეგიონში…

?იმის ფონზე როცა რ.ერდოღანი ცდილობს სირიაში 17 აგვისტოს ღამეს დაწყებული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში დაანონსებული ვიზიტით შეფუთოს და დასავლეთთან მოკავშირეობის იმიჯი შეინარჩუნოს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვლენობა შავი ზღვის აკვატორიაში მნიშვნელოვნად იზრდება, ამის შესახებ ვრცლად ადრე დავწერე, ლინკი:
https://www.facebook.com/einshteini/posts/5241119089260163

?ერდოღანმა თავისი საგარეო პოლიტიკით მულტიპოლარულ საერთოშირო უერთიერთობების სისტემაში თავისი როლი მნიშვნელოვნად გაზრდა, ეს თავის მხირივ განპირობებული იყო იმით რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მან კარგად აითვისა ამერიკის საგარეო პოლოტიკაში გაჩენილი ნაპრალები და გეოსტრატეგიული სივრცეები ლიბიაში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში, ეს კი მან პუტინთან დროებითი შეთანხმებებით შეძლო რაც ორივე მხარისათვის ურთიერთმომგებიანი იყო, მიუხედავად იმისა რომ რუსეთისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა (და სამომავლოდაც ასე იქნება).

?ბიპოლარულ მსოფლიო დღის წესრიგში (ცივი ომის დროს ორპულუსიან მსოფლიო სისტემა ამერიკისა და საბჭოთა კავშირის სახით) თურქეთის სახელმწიფოს როლი NATO-ს უკიდურეს აღმოსავლეთით საბჭოთა კავშირთან მესაზღვირს ფუნქციას ასრულებდა, უნიპოლარულ მსოფლიო სისტემაში (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ამერიკა ერთპიოროვნული ჰეგემონი იყო ერაყის ომამადე) მის როლი პროგრსირებდა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო რეგიონში, დღეს კი თურქეთი არამოხლოდ რეგიონალური არამედ გლობალური პოლიტიკური მოთამაშის როლის მორგებასაც ცდილობს რაც არა თურქეთისა სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობები განაპირობებს არამედ ეს რ.ერდოღანის პოლიტიკური ფიგურასთან არის დაკავშირებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად შეიძენს არასატიბულორობის ელემენტებს და შესაძლოა თურქეთის იზოლაცია გამოიწვიოს, ერდოღანის მთავრობის ცვილელების შემდგომ კი თურქეთის საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება.

?ერდოღანს შეუძლია მცირე რესურსებითაც მაქსიმუმი სარგებელი მიიღოს, გარდა პრაგმატულობოსა მას ახასიათებს მკვეთრი ავანტიურისტილი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა რომ მან შეძლო ნეო-ოსმალური იდეოლოგის ადაპტირება, მან ასევე მოახერხა მრავალგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკის ფორმირება (თუმცა შიდა პოლოტიკური სისტემა კვლავ მყიფეა და ძალაუფლების ვერტიკალი ერდოღანზეა დამოკიდებული,რომელიც ზედის მოსახლეობის უკმაყოფილებას), რომელსაც ზურგს უმაგრებს სამხედრო წარმოების პოტენციალისა და არმიის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო წლების გამნავლობაში, მიუხედავად ამ გარემოებებისა მისი ეს მორიგი ავანტიურა სირიაში სამხედრო მომქედებების დაწყება და უკრაინაში ვიზტის დაანონსება კარგად იკითხება დასავლეთში, შესაბამისად ვაშინგტონის რეაქცია იქნება მკაფიო და მკაცრი რის შედეგადაც ერდოღანის პოლიტიკური იზოლაციის მასშტაბები გაიზრდება და მას პლიტიკური მანევრების შესაძლებლობები შეეზღუდება…

?უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი თავის მხრივ არამხოლოდ პუტინთან მიღწეული შეთანხმებისამბერ დაანონსა, არამედ ეს პირველრიგში ერდოღანის ინტერესებშია და ძირითადად დაკავშირებულია მოკავშირის იმიჯის მორგებით და NATO-ს წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური ვაჭრობით, თავის მხრივ პუტინისათვის რომელიც სრულ პოლიტიკურ ჭაობშია თურქეთის ჩათრევა მისთვის ხელსაყრელია, რაც გულისხმობს იმას რომ რუსეთმა გარკვეული შეთანხმების სანცვლოდ (თურქეთისათვის გაზრდილი მოცულობის გაზისა და ნავთობის დაბალ ფასებში მიწოდება, საჰაერო თავდაცვის სისტემების S-400-ის ახალი შეთანხმება, რუსული საბანკო ტრანაქციების “მირ”-ის სისტემის თურქეთში დანერგვა…) სირიის ჩრდილოეთის გარკვეულ ზონებში (ძირითად ქურზთებით დასახლებილ რეგიონებში) სამხედრო ოპერაციაზე მწვანე შუქი აუნთო, (ამას წინ უძღოდა ამერიკის მიერ F-16-ის მეოთხე თაობის გამანადგურებლების პროგრამის თურქეთისათვის დაბლოკვა სენატსა და კონგრესში ბერძნული ლობის დამსახურებით) რაც პუტინის გათვლებით გამოიწვევს თურქეთსა და NATO-ს პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებას და ფინეთისა და შვედეთის NATO-ში ინტეგრაციის პროცეს შეაჩერებს, რადგან თურქეთის თანხმობის გარეშე ამ პროცესის საკანონდებლო დონეზე რატიფიცრება ვერ მოხერხდება(NATO-ში გაწევრიანებისათვის საჭიროა ყველა წევრის კონსესუსი), აღნიშნული გარემოებებით ერდოღანი კვლავ ცდილობს ახალი გეოპოლიტიკური არეალები აითვისოს…

?ჩრდილოეთ სირიაში ქურთული სამხედრო ფორმორებების კონტროლორებად ზონაში (აფრინსა და ალ-ბაბს შორის ტერიტორიაზე იხილეთ რუკა), რომელიც ბ.ასადისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილნი ძალები არიან და ბუფერის როლს ასრულებდნენ თურქეთთან , თუქრულმა არმიამ განახორიცელა საჰაერო დაბომბვები (არის მსხვერპლი) მოსაზღვრე რაიონებში თურქული საარმიო დაჯგუფებები მანევრებს აგრძელებენ, მიუხედავად სახმელეთო შეტაკებებისა ერდოღანი ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისაგან თავს იკავებს (სამხედრო ოპერაციის დაწყება მანამდე რამდეჯნერმე გადადო თეთრი სახლის მკვეთრი პოზიციის შემდგომ), ის დაელოდება ვაშინგტონის რეაქციას და უკრაინაში დაანონსებული ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო გამოხმაურებებს, რომ პოლიტიკური მანერვირებისათვის სივრცე დაიტოვოს და თუ საჭირო გახდება დროებით უკანაც დაიხიოს რომელიც არაერთხელ ვიხილეთ მისი მხრიდან…”

თეგები: თურქეთირუსეთ-უკრაინის ომირუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved