• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერდოღანმა ქართველი პროფესორის იდეა მიისაკუთრა? – რას წერს ნუგზარ რუხაძე

ალია ავტორი - ალია
21:19 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „6 ქვეყნის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს გაერთიანება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უნდა შეიქმნას. ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ასეთი თანამშრომლობის იდეა წლების წინ პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წამოაყენა:

„პრესაში ვკითხულობ ინფორმაციას:  თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, შესაძლებელია, შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი. ახლა, გამოვა, რომ იდეა ეკუთვნის თურქეთის ახლანდელ ლიდერს, რაც, სულ მცირე, ელემენტარული უსამართლობა იქნება საქართველოს მიმართ, რადგან ეს იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასასრულს გაჟღერდა აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, და მისი ავტორია პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ახალი სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის ეს ახალი ფორმატი მის ტრილინგვისტურ (ქართული, ინგლისური, რუსული) წიგნშია აღბეჭდილი! ამ საყურადღებო იდეის განმეორებითი ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია მოხდა 2013 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც დაწვრილებით გაჟღერდა იდეის რაციონალურობა და სიკეთე სამხრეთ კავკასიისთვის, კერძოდ, და მთელი მსოფლიოსთვის, ზოგადად. ზურაბ ხონელიძის წიგნში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შინაარსის გეოპოლიტიკურ ფორმატს, შეიძლება, ჰქონდეს არა მხოლოდ სექსტეტის სახე, არამედ, კვინტეტის, კვარტეტის ან ტერცეტის ფორმაც, ანუ ისეთი, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე იქნება რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე მორგებული. ერთი სიტყვით, მსოფლიო, ალბათ, მოიგებს, თუ სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური სივრცის გაშლას და გაერთიანებას შეძლებს რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის, არსებული კონფლიქტების გასამკლავებლად, თუმცა, დასანანი იქნება, თუ ეს ხონელიძისეული იდეა არ მიეწერება მის ავტორს. 

ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ანალოგიური იდეების განხორციელების მცდელობა წინათაც არ აკლდა სამყაროს, თუმცა, მისი მეცნიერული კონკრეტიზაცია და მისი განხორციელების სპეციფიური დეტალები არასდროს არ ყოფილა დამუშავებული  ისეთი პროფესიონალიზმითა და რუდუნებით, როგორც ეს ქართველმა პოლიტმეცნიერმა და დიპლომატმა მოახერხა.

ეს იდეა ნიშნავს სამხრეთ კავკასიის, როგორც ახალი სამშვიდობო სივრცის, შექმნას, სადაც ხონელიძის თქმით, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს. დაბოლოს, კიდევ ერთი რამ: ქართული სიტყვის „სივრცე“ შეგნებული პოლიტიზაცია და მისი გამოყენება სასარგებლო   გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზურაბ ხონელიძის გამოძერწილია და მისივე საკუთრებაში უნდა დარჩეს. მისი შესაბამისი გამოყენება კი, ჩვენს ეროვნულ და, ცხადია,  საერთაშორისო დიპლომატიურ ძალებს უნდა მივანდოთ“

თეგები: ზურაბ ხონელიძენუგზარ რუხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved