თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამარყანდში შეხვედრის ზუსტი თარიღი და დღის წესრიგი ცნობილია. ამის შესახებ Haber Global-ი იტყობინება.
თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში 16 სექტემბერს გაიმართება.
სახელმწიფოს მეთაურები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ აგვისტოში სოჭში მიღწეული შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას განიხილავენ.
გარდა ამისა, პუტინი და ერდოღანი სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში არსებულ ვითარებასაც შეეხებიან.
კომენტარები