• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ექსპრეზიდენტს შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
18:02 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36
საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაცია ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომლითან მან სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის თაობაზე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფი საიდუმლოს სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება დღემდე იმიტომ არ მოხდა, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც ამ დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვის და დაარქივების საქმის წარმოევას ახორციელებდა, 2018 წელს გაუქმდა, ხოლო საქართველოს მთავრობამ, რომელიც უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დოკუმენტებზე წვდომა დღემდე არ მიუღია.

“ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი, დაუყოვნებლივ გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით, 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამოდენიმეჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების თაობაზე, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე, აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტაციაზე და მათ გასაიდუმლობეაზე. თუ კი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციას იმისათვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია”, – ითქვა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი შეაფასეს როგორც სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარის და ცილისწამების შემცველი გზავნილი.

“გაუგებელი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში, საქართველოს პრეზიდენტი იქნას გასამართლებული. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რამეთუ, ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო. ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ შეძლებს დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. ბოლოს, ექსპრეზიდენტისაგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ძალიან უხერხულად ჟღერს აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში.

ცნობისთვის, საუბარია ღია წერილზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს,  მიმართა და მოუწოდა, მოხსნას გრიფი  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved