• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსპერტიზის ბიურო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლექსო ლაშქარავა ბიუროში სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსებიდან 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს

ალია ავტორი - ალია
11:27 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია.

„2021 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post Factum-ში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თითქოს, გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა 2021 წლის 11 ივლისს, 11 საათსა და 18 წუთზე და დარეგისტრირდა პროცედურების შესაბამისად.

თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიუროს პრესცენტრთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით 11 ივლისსვე ჰქონდა ინფორმაცია არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშუქებდნენ გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს.

სამწუხაროა, რომ Post Factum-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამო და უსამძიმრებს ოჯახს”, – ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „მთავარი“ არხი“ არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანით ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, შესაძლოა, თავდაპირველად სხვა მისამართზე მიესვენებინათ. მათივე ცნობით, ლაშქარავას სახლიდან გასული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან 1 საათსა და 15 წუთში მივიდა, რადგან ბიუროში ავტომობილის შესვლა კამერებმა სწორედ ამ დროში დააფიქსირეს. Post Factum-ის ინფორმაციითვე, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, იმ დროს, როცა ცხედარი ბიუროში უნდა ყოფილიყო გადასვენებული, პოლიციის ავტომობილი გზაში იყო და ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, გლდანის ხიდებისკენ მიდიოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved