• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დგებუაძე “სიმულირებდეს” – “დიახ, შეიძლება სიმულირებდეს, ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”

ალია ავტორი - ალია
16:06 05-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,287

ფოტოკოლაჟი – ნეტგაზეთი

მზია ამაღლობელის საქმეზე – სასამართლო სამედიცინო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე “სიმულირებდეს”.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა.

გივი ჩხარტიშვილს კითხვები დაუსვა მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, მაია მწარიაშვილმა და ჰკითხა, შეიძლება თუ არა ირაკლი დგებუაძე სიმულირებდეს, რომ ლოყა ეტკინა და ასევე ჰკითხა, ამის გამოცნობის რაიმე მეთოდი თუ არსებობს, ამ უკანასკნელზე  ექსპერტმა უპასუხა, რომ “არა”.

მწარიაშვილი: ანუ მას შეუძლია სიმულირებდეს?

ექპსერტი: დიახ, ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. 

მწარიაშვილი: 12 საათის შემდეგ, შეიძლება ლოყა წითელი ჰქონოდა?

ექსპერტი: რის გამო?

მწარიაშვილი: შემოლაწუნებსი გამო.

ექსპერტი: ვერ გეტყვით მე, ვერ გეტყვით.

სხდომათა დარბაზში ისმის ამაღლობელის მხარდამჭერთა შეძახილები – “თავისუფლება მზიას”, რომლებიც სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved