• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსპერტები აცხადებდნენ, CO-ს კონცენტრაცია 40 პროცენტიაო, მე ვთქვი, რომ ეს კონცენტრაცია არ კლავს! – რას ამბობს მაია ნიკოლეიშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე

ალია ავტორი - ალია
17:49 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

როცა მიშა ვაკეში მაჟორიტარობაზე იყრიდა კენჭს. მეუბნებოდნენ, გვერდში დაგვიდექიო, მაგრამ ვამბობდი, არ მინდა პოლიტიკა-მეთქი. “ვარდების რევოლუციამდე” ორჯერ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მქონდა შეხვედრა და ვამბობდი, აქ რაღაც მზადდება-მეთქი. საიდან გაქვს ეს ინფორმაციაო, მკითხა, ასე ჯდება ეს მოზაიკა-მეთქი და ვუთხარი ჩემი აზრი. მესმისო. შევარდნაძეს ვთხოვდი, პრეზიდენტს დაუქვემდებარე ექსპერტიზის ბიურო-მეთქი. ეს სისტემა შევარდნაძის დროს არის შექმნილი, ამერიკელებთან ერთად. შევარდნაძე არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში, როცა დამჭირდა, ორჯერ შევხვდი მას, 40 წუთით და მაშინ მთავრობის სხდომაზეც გაიტანეს საკითხი რეფორმირების შესახებ. ის ფორმა, რითაც დღეს მუშაობს ექსპერტიზა, მაშინდელია, ერთი განსხვავებით – უნდა შექმნილიყო სათათბირო ორგანო, ბორდი, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის მერე მუშაობდა ექსპერტიზის ბიუროში ლევან სამხარაული, მერე ის მოკლეს და დაერქვა მისი სახელი. ვთვლიდი, ერთი ადამიანის ხელში ამხელა რამის ჩადება არ შეიძლებოდა, ეს ბირთვული ჩემოდანივით არის, ბორდი ამას აუცილებლად დააბალანსებდა, რომელიც იქნებოდა გარედან მოსული ადამიანებით დაკომპლექტებული. მაშინ, შევარდნაძეს რომ ვუთხარი, იქნებ პრეზიდენტს დაექვემდებაროს-მეთქი, მითხრა, დღეს მე ვარ პრეზიდენტი და ამას კი მთხოვ, მაგრამ ხვალ შეიძლება ისეთი ვინმე გახდეს პრეზიდენტი, სანანებელი გაგიხდეს ეს თხოვნაო, ბორდში გაითვალისწინეთ პრეზიდენტის წარმომადგენელიო. დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ პრემიერს ექვემდებარება. ეს მოხდა სააკაშვილის დროს, მაგრამ ბორდი არ შექმნეს.

ზოგადად, ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსულიყო, ვიცოდი, ეს კატასტროფა იყო, მაგრამ ქართველმა ხალხმა ასე ისურვა. თუ გახსოვთ, ორსული ქალი მოკლეს სპეცოპერაციის დროს, მიშამ ნულოვან ტოლერანტობაზე დაიწყო მაშინ საუბარი. მე კი მის კრიტიკაზე გადავედი და ვთქვი, რაც ხდება, ეს დაუშვებელია-მეთქი. მერე იყო ზურაბ ჟვანიას საქმე, რის გამოც ისინი მკაცრად გავაკრიტიკე.

არ ელოდნენ ამხელა ამბები თუ წავიდოდა ზურაბ ჟვანიას საქმეზე. მახსოვს, რა შიშით ვსაუბრობდით მაშინაც კი, როცა ჟვანიაზე ფილმი კეთდებოდა. მათ ვერ წარმოედგინათ ამის ქექვა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ იმავე საღამოს ყვავივით დავჩხავლებდი. იმ დღესვე გამოვეხმაურე ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვითომ ეს იყო CO-თი მოწამვლა. დილის რვა საათზე ამ დასკვნის დადება იყო პირდაპირ დაკვეთა ერთი მარტივი მიზეზით – ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული ვერ იქნებოდა და გამორიცხული იყო, მერაბიშვილს ასე, უაპელაციოდ ეთქვა, რა იყო სიკვდილის მიზეზი. ჯერ კიდევ გაკვეთა არ იყო დამთავრებული, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ კონცენტრაცია CO-სი ორმოცი პროცენტიაო. მე ვთქვი, ეს არ არის სწორი, ეს კონცენტრაცია არ კლავს. მაშინ უნდა იყოს სამოცი, ან მეტი-მეთქი. მეორე დღეს ოფიციალური ექსპერტიზის შედეგები შეცვალეს და გამოაცხადეს, უსუპოვისა და ჟვანიას სისხლში CO სამოცი და მეტი პროცენტიაო. ჟვანიას საქმეზე მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა, ახლოს ვინ მიმაკარებდა. არც ოჯახს მოუმართავს.

შეგახსენებთ, 2014 წელს მაია ნიკოლეიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, კიდევ ერთ დეტალეზე საუბრობდა:

ლევან ჩაჩუამ დღეს რომ დასკვნა უფრო ნათელი გახადოს, რა გგონიათ, ვინმე აპატიებს? ამდენი წელია, ყველაფერი აწყობილია მის დასკვნაზე, ახლა რაიმე რომ თქვას, ოდესმე აპატიებენ? რაც პირველად თქვა, ჯიუტად იმავეს იმეორებს. ახლა ხომ ვერ იტყვის, მაშინ შემეშალაო. აღმოჩნდა, რომ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე დაზიანება ჰქონდა, როგორც დასკვნაში წერია, ნასკდომი. ეს იყო მკვრივი საგნით მიყენებული ჭრილობა, რასაც ვერ ჩამოწერდი. ლევან ჩაჩუას ეს დაზიანება შეფასებული აქვს, როგორც სიკვდილისშემდგომი. კატეგორიულად არ ვეთანხმები, ეს არის სიცოცხლისდროინდელი დაზიანება. ჭრილობის ფერები, თავისი ნასკდომითა და სისხლჩაქცევით, დასკვნაში აღნიშნულია, როგორც მოწითალო – ეს აღწერილობა კი მეტყველებს იმაზე, რომ გვამს დაზიანება ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ჰქონდა მიღებული. ტუჩზე დაზიანება დაფიქსირებულია, როგორც სიკვდილის შემდგომი, მაგრამ აღწერილია სიცოცხლისდროინდელის მორფოლოგიური სურათი. დასკვნაშიც ზუსტად ასე წერია, დაზიანება განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომიდან ახლო პერიოდშიო. თუ ასეა, ვსვამ კითხვას, რატომ უნდა განვითარებულიყო დაზიანება სიკვდილის დადგომიდან თუნდაც ახლო პერიოდში, რამდენადაც ვიცით, იმ სახლში ორნი გაიგუდნენ, ნუთუ იქ კიდევ მესამე იყო, ვისაც ჟვანიასთვის დაზიანების მიყენება შეეძლო? გამოდის, რომ ვიღაც მართლა ყოფილა და ჩაჩუამ იცოდა, ვინც”.

თეგები: ზურაბ ჟვანიამაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved