დავით ქაცარავა:
შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ – ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემი აქტივობა ძირითადად ოკუპაციას უკავშირდება და ნაკლებად სპორტს, რომელიც ჩემი 2017 წლამდე ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო.
რამდენიმე თვის წინ, ჩემს შვილთან, მიხეილ ქაცარავასთან ერთად, დავაარსე სპორტული მენეჯმენტის კომპანია – GSMG – GEORGIAN SPORT MANAGEMENT GROUP.ჩვენი პირველი პროექტი კი მადრიდის ატლეტიკოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებაა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მადრიდის ატლეტიკოს საფეხბურთო აკადემიის გახსნაა საქართველოში.
ძსლიან მალე დაგიბრუნდებით მეტი დეტალით, მანამდე კი კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ჩვენი ნაკრების ფანტასტიკურ შედეგს!
კომენტარები