• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმმა გადაწყვიტა სასწრაფო გამოეშვა და აქედან იწყება მთელი თავგადასავალი…” – რა შეემთხვა ლიკა ჭელიძეს?

ალია ავტორი - ალია
18:14 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

პროდიუსერი, ლიკა ჭელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძალიან დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა და მაინც გადავწყვიტე დავწერო.

15 ოქტომბრის შემდეგ მქონდა შეხება რამდენიმე ადამიანთან, ვისაც შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა. ეტაპობრივად ვიგებდი ადამიანების ამბებს. დაახლოებით 20 ოქტომბრის შემდეგ დაბალი სიცხეები მქონდა და ყველგან განსაკუთრებულად ვერიდებოდი წასვლას და გამოუვალი მდგომარეობის გამო სადაც მომიწია ყოფნა ყველგან პირბადით, სამ მეტრიანი დისტანციით და მხოლოდ ხელის აწევით მისალმებას დავჯერდი.

დაახლოებით 1-2 ნოემბერს ძალიან გამირთულდა სუნთქვა და ხველაც ძალიან გაუსაძლისი გახდა. ქრონიკული ბრონხიტი მაქვს და ასთმის მსუბუქი ფორმა, აქედან გამომდინარე ჩემი ოჯახის ექიმი(პოლიკლინიკის) განსაკუთრებულად ნერვიულობდა ჩემზე. ქეთისაც სიცხეები და სისუსტე დაეწყო და სამდღიანი 112-ზე რეკვის შემდეგ, საბოლოო ჯამში გავესაუბრე ოპერატორს, რომელმაც თავიდან მხოლოდ ოჯახის ექიმთან გადართვა დააპირა, თუმცა ჩემთან ოდნავ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ გადაწყვიტა სასწრაფო გამოეშვა. აქედან იწყება მთელი თავგადასავალი. ასე ორ საათში დამიკავშირდა რუსთავის სასწრაფო, მითხრეს რომ არსად არაა ადგილები და თუ ძალიან ცუდად არ ვიყავით სახლში გაგვეგრძელებინა მკურნალობა (ლიმონიანი წყლით). თუმცა ამ ადამიანმაც შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა აუცილებლად ეპოვა ადგილი სადმე. ოთსაათიანი ცდის შემდეგ დარეკა და გვითხრა, რომ კოვიდ სასტუმროშია ადგილი და სხვა გზა არ არის და არ შეიძლება სახლში ჩვენი ამ მდგომარეობაში ყოფნა.

მოკლედ, ღამის 1 ის ნახევარზე მოვიდა სასწრაფო და წაგვიყვანეს. სასტუმრო ძალიან კარგი, კვება კარგი და ექიმი ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ანტიგენის ტესტი გაეკეთებინა მესამე დღეს. ტესტი, რომლის პასუხიც 5 წუთში ჩვენითვე დავინახეთ იყო უარყოფითი. შემდეგ გავიგე, რომ 20 წუთი სჭირდება შედეგს და ასევე არის შანსი ცდომილების.

წამოვედით სახლში. მიუხედავად პოზიტიური პასუხისა, ჩემი მდგომარეობა უარესობისკენ მიდიოდა. ქეთი მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა. სიცხე 35,5 და 35,8 მქონდა, დროდადრო 36 და უფრო იშვიათად 37,3. ჩემი უბნის ექიმთან შეთანხმებით გადაწყდა რენტგენის და სისხლის ანალიზები. ჰოდა რენტგენმა ანთება აჩვენა, ინფილტრაციული უბანი. რაღაც კარგი მეგონა, მაგრამ არ ყოფილა კარგი ამბავი. პისიარ ტესტი აუცილებელი იყო, რადგან ყველაფერი უკვე კოვიდს აჩვენებდა და აქაც ჰოი საოცრებავ, თურმე ანტიგენის უარყოფითის გამო 14 დღე აღარ აქვთ უფლება გამიკეთონ ახალი ტესტი. აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ სადაც კი მისვლა დამჭირდა კლინიკებში ყველგან ფეხით მივედი. წარმოუდგენლად დიდი გზები გავიარე, რომ ვინმესთვის საფრთხე არ შემექმნა. ყველაფერი სპირტით სველი დამქონდა და ხელს არ ვკიდებდი, თუ სხვასაც უნდა მოეკიდა შემდეგ ხელი. ყველას ვაფრთხილებდი რა სიტუაციაც იყო და შესაბამისად ზომებსაც იღებდნენ.

ამ ეტაპზე ვიღებ ანტიბიოტიკებს ანთების ჩასაქრობად, C და D ვიტამინს. წყალს, ლიმონს, ჩაის.

გაურკვევლობის გამო ისიც კი არ ვიცი როდიდან შემიძლია გარეთ გასვლა და ამიტომ სახლშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს.

გაცილებით უკეთ ვარ, ცოტა სიცხეები მაქვს ისევ უსაშველოდ დაბალი და ესეც ჩადგება მწყობრში.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დიდტანციურად ყველანაირად ცდილობდა დახმარებას. განსაკუთრებით ჩემ მადონა ექიმს, ჩემს და ყველას უდიდეს იმედს შესანიშნავ ინფექციონისტ არჩილ ჯალაღონიას და რა თქმა უნდა ჩემ ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარს და ჩემს ნამდვილ დას ლილი მეკოკიშვილს.

გაჭირვების დროს იცნობა მეგობარი, ძალიან კარგად დავიმახსოვრე ისინიც, ვისაც შეეძლო დახმარება და გადაავიწყდა ქვეყნის ბედზე დარდით გართულს…

ეს სტატუსიც შემდეგი წლისთვის დავწერე, რომ კარგად გავიხსენო რა ჯოჯოხეთში ვიყავი და ის ვალიდოლიც შევინახე კოვიდ სასტუმროში რომ მომცეს სუნთქვის გასაადვილებლად

მოკლედ, დაავადება საკმაოდ ვერაგია და სერიოზული, ნუ გაიმეტებთ ნურავის ამისთვის. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც გაუჭირდებათ გადატანა, თან ასეთ ქაოსში…”

თეგები: კორონავირუსილიკა ჭელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved