• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმები პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში არ დადგეს ლეტალური შედეგი” – დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
15:57 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,862

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ვერ დაესწრება, განცხადება ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. როგორც დეკანოიძე ამბობს, ვერც ექიმები და ვერც პენიტენციური ვერ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება.

დეკანოიძის თქმით, შეთავაზებული იყო რეანომობილიც, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ ექვემდებარება მოძრაობას მათ შორის მანქანაშიც.

“ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები როგორც მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ეს არის მისი დასკვნაც, ასევე ნევროლოგის დასკვნაც, რომელიც იყო პარასკევს და დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ, როდესაც მე ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში, იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ ლეტალური შედეგი. ასევე, ბადრაგი ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე არ მოხდა”, განაცხადა დეკანოიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის პროცესია ჩანიშნული. მასზე დასწრების სურვილი მესამე პრეზიდენტმა დღეს თავად გამოთქვა. ადვოკატი ვარაუდობდა, რომ მას ეტლით მიიყვანდნენ პროცესზე.

თეგები: მიხეილ სააკაშვილიხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved