• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?

ალია ავტორი - ალია
12:31 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მორიგი ტალღის შემოტევისას ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დომინაციას ელიან. ახალი მუტანტი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. ქვეყნების ნაწილმა ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად უკვე აამოქმედა მთელი რიგი ზომები, რაც საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას და მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გულისხმობს.

ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება მან გამოიწვიოს კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური კუთხით. მიუხედავად ამისა

,ექიმები უკვე საუბრობენ გარკვეული სიმპტომების შესახებ, რომელიც ომიკრონ შტამს სხვა შტამებისაგან განასხვავებს და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ ამ შტამზე უნდა მივიტანოთ.

პირველი გამორჩეული სიმპტომი გამონაყარია – მედიკოსები ამბობენ, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ სხეულზე უცნაური  გამონაყარი შენიშნეს, მიმართონ ექიმს.

დოქტორ დევიდ ლოიდის განცხადებით ბავშვებსა და მოზარდებში ომიკრონ შტამს ასევე ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვა. ლოიდის თქმით, იმ ბავშვებში, ვისაც ომიკრონ შტამი დაუდასტურდა, გამონაყარი 15%-ს აღენიშნებოდა. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ომიკრონ-შტამით  ინფიცირებისას ვირუსი ოდნავ განსხვავებული სიმპტომებით იწყება, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა.

„ჩვენი დაკვირვებით, პირველი სიმპტომები ამ დროს არა ხველა ან სიცხე, არამედ დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვაა. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი კოვიდპაციენტებს აქამდეც უვითარდებოდათ, ეს ძალიან იშვიათი იყო, ახლა კი მკვეთრად არის გამოხატული, განსაკუთრებით ბავშვებში.“- აცხადებს დოქტორი ლოიდი „სკაი ნიუსთან“ საუბარში.

ცხადია, პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ ომიკრონი ძალიან სწრაფად  ვრცელდება , დაახლოებით ორჯერ სწრაფად, ვიდრე დელტა შტამი, თუმცა მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ომიკრონი ნაკლებ აგრესიული შტამია და ლეტალური შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა დოქტორ ლოიდის თქმით, ომიკრონს ძალიან სწრაფი გავრცელების გამო საზოგადოებისათვის მაინც ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

ექიმი აქვე გვახსენებს იმ სამ ძირითად სიმპტომს, რომელიც კოვიდს ზოგადად ახასიათებს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს ბავშვებში?

ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვებს კორონავირუსი ნაკლებად ემართებათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. უბრალოდ მატ უმეტესობას ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, მიუხედავად ამისა ბავშვთა პოპულაციისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ვირუსის დელტა შტამი.

როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვთა პოპულაციაში ომიკრონ შტამის ამოცნობას შევძლებთ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა უცნაური გამონაყარი სხეულზე, გადაღლილობის, შეგრძნება, უმადობა და თავის ტკივილი.

რაც შეეხებათ მოზრდილებს, მათთან გამონაყარი ნაკლებად ფიქსირდება, ძირითადი სიმპტომები კი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის:

  • მაღალი ტემპერატურა
  • უწყვეტი ხველა – ეს ნიშნავს გამუდმებულ ხველებას, რომელიც ხანდახან შესაძლოა ერთი საათი ან მეტი არ გაჩერდეს.
  • ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომიკრონ ვარიანტის სიმპტომები განსხვავდება Covid-19-ის სხვა ვარიანტებისგან. ივარაუდება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტურ შტამად სწორედ ომიკრონი მოგვევლინება, რომელიც დელტა ვარიანტს სწრაფი გავრცელების გამო ჩაანაცვლებს.

„სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში ომიკრონ შტამის 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალიზაცია არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია.

fortuna.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved