• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EPP – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს – მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
12:44 10-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას – მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოლოდროინდელი დაკავებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დევნის მუქარა მიზნად ისახავს ადამიანების პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის აღძვრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს პატივი სცეს. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved