• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით“ – მაია ნადირაძე ოპოზიციას

ალია ავტორი - ალია
18:23 12-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,412

ყოფილი პარამენტარი მაია ნადირაძე:

„საიდან შემოგიაროთ, როგორ მოგმართოთ, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ- სპიკერებო, რომ რასაც იმსახურებთ ის მოგართვათ,
და თან სახე არ დავკარგო?!
ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით
მავნებლობაა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამ ვითომ აქციებით. რომლებსაც ისე გეგმავთ, რომ ხალხი ვერ მოვიდეს, (ჯერ უაზრო მსვლელობა, არავინ რომ არ იცის და მერე ამ მსვლელობით გამოწვეული საცობებისგან გამოღწეული ხალხს, 40 წუთში დაშლილი მიტინგი ხვდება)
სრულიად მიზანმიმართულად ( არცოდნაც მაგ კატეგორიისაა) ეწევით, არა მარტო მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომ ის ქართველ ხალხს ფეხზე ჰკიდია, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ფასეულობების ნიველირებას ახდენთ მთელი მსოფლიოს თვალში.
ყოფილი კგბ-ს აგენტების სკრიპალების მოწამვლის თაობაზე მსოფლიო დადგა ფეხზე და დღეს, პრეზიდენტის მოწამვლა, იგივე რუსული ძალის მიერ, თურმე სულ რაღაც ხუთასს ადამიანს აღელვებს. ამის დემონსტრირებას ახდენს თქვენს მიერ დაგეგმილი და “ განხორციელებული” მიტინგები.
იმიტომ შემოგითვალათ სააკაშვილმა დამანებეთ თავიო. მიხვდა რა მავნებლობა გამოვიდოდა აქედან.
სადმე პირი არ გააღოთ და არ თქვათ, რომ ხალხი არ გამოდისო.
ხალხი არ გამოდის ტაკიმასხარობაზე და უნიჭო მსახიობების პაროდიებზე. ხალხი გამოდი გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და ის იქამდე ლიდერებს მიჰყავთ. ლიდერებს და არა პოლიტკარიერისტებს.
თქვენ ეს უკანასკნელიც ვერა ხართ. რომ იყოთ იმას მაინც მიხვდებიდით, რომ ოფიციალური წერილები უნდა აგზავნოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა მეგობარი ქვეყნის მთავრობებში, იქ უნდა იყოთ უკვე და რისხვის ზარებს რეკავდეთ. მაგისთვის ხართ პარტია, მაგიტომ იღებთ ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონს და მაგიტომ გთხოვთ ხალხი მოქმედებას. და არა თქვენი სამოსის და სიფათების გამომზეურებისთვის.
ეჭვი მაქვს, წერილი ან მიმართვა როგორ დაწეროთ ეგაც არ იცით.
ხოდა, მიმართეთ ზურა ჭიაბერაშვილს, (თმას რომ იგლიჯავდით, როგორ გაგვიბედა მოახლოვებაო), არ დაგზარდებათ და დაწერს. ისედაც წერს შეიძლება, მაგრამ ის არ წარმოადგენს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას და არა აქვს სათანადო ძალა და ლეგიტიმაცია.
წესით, აქ უნდა დავწერო, რისი და ვისი ბრალია მსგავსი მავნებლობა, მაგრამ ბრიყვები ფაფარს აიშლიან და დანარჩენებმა ისედაც იციან.
დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო აქციით გამექარწყლებინა.
უარესი დამემართა.“
თეგები: მაია ნადირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved