• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეფესბეს გენერალ-პოლკოვნიკი ბესედა – გადაყვანილია ლეფორტოვოს ციხეში შეცვლილი გვარით და მას უსასტიკესი წამების პირობებში ამყოფებენ.პერსონალურად პუტინს აქვს ეჭვი..”- კოტე აფხაზი

ალია ავტორი - ალია
11:31 04-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
492

ფეისბუკმომხმარებელი სახელწოდებით კოტე აფხაზი სოციალურ ქსელში წერს:

“პუტინს ომის დამთავრება სასწრაფოდ უნდა.

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, კოლოსალური ადამიანური და მატერიალური რესურსები მიაქვს, ან სანქციების შედეგად, რუსული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა, ან რეპუტაციულად ბოლომდე ნადგურდება/განადგურდა მისი პერსონალური იმიჯი დასავლეთში, ან სამხედრო თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად წარმატებულ პოზიციურ ბრძოლას, ვეღარ განაგრძობს რუსული არმია და ა.შ. …

მას – ომის დამთავრება სასწრაფოდ უნდა, ქვეყნის შიგნით, ძალაუფლების კონსოლიდირების მიზნით.

პუტინის მთელი საძალაუფლებო ვერტიკალის უმთავრესი ღერძი, გადიოდა ძალოვან უწყებებზე, კერძოდ – ეფესბეს ძლიერების მითზე.

ელცინის დროსაც კი, არ იყო ისეთი მზარდი ქაოსი ძალოვან უწყებებში, როგორიც დღეს არის.

არავინ, არავის აღარ ენდობა და ამგვარ უნდობლობას კვებავს – ერთის მხრივ, უცხო ქვეყნის აგენტურის დალანდვა ყველასა და ყველაფერში, მეორეს მხრივ – პუტინის პერსონალური შიში, რომ გუშინდელი ერთგული გენერლები და ოფიცრები, მას შეთქმულებას მოუწყობენ  და რუსეთის ეგზომი დასუსტების ფონზე, აღარ აიტანენ ერთპიროვნულ მმართველად.

უკვე დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ ეფესბეს საგარეო ურთიერთობათა და დაზვერვის განყოფილების / ‘მეხუთე განყოფილება’/ გენერალ-პოლკოვნიკი ბესედა – გადაყვანილია ლეფორტოვოს ციხეში შეცვლილი გვარით და მას უსასტიკესი წამების პირობებში ამყოფებენ.

პერსონალურად პუტინს აქვს ეჭვი, რომ ბესედა მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე, აწვდიდა ამერიკელებს ყველაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციას და სწორედ ამის შედეგად ფლობდა ამერიკული მხარე, ომის დაწყების ზუსტ თარიღს.

ასევე, მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, მოხერხდა უკრაინელების მომზადება სათანადოდ, მათი აღჭურვა და შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურის აწყობა დროულად

ბესედას ბრალდება აგრეთვე – ცრუ სურათის წარდგენა პუტინისთვის –  თითქოს, უკრაინაში მათი აგენტურული ქსელი და მეხუთე კოლონა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ უკრაინაში – იმდენად აწყობილი სტრუქტურით დახვდებოდა რუსულ არმიას, რომ სამხედროებს დიდი გარჯა არც კი მოუწევდათ – აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების ელვისებური დაკავებით, სწრაფად დემორალიზირდებოდა ზელენსკის მთავრობა და მთლიანობაში, უკრაინის პოლიტიკური ელიტა, ჩამოიშლებოდა სრულად. 

ამის შედეგად – ბევრი ამჯობინებდა რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას, საბოლოოდ კი – ფაქტობრივად, უომრად აიღებდა პუტინი კიევს.

ბესედა და კიდევ რამდენიმე გენერალი, დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრობა – რომელიც, პუტინის დიდი ნდობით სარგებლობდა და რომლებზეც, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იყო დაშენებული უსაფრთხოების სისტემის მდგრადობა – დღეს გამოცხადებულნი არიან, ფაქტობრივ მოღალატეებად, სისტემა ტოტალური კოლაფსის ზღვარზეა.

პუტინმა, პირველად მისი მმართველობის პირობებში – ისეთ ძაფს გამოსდო ხელი, რომლის კიდევ მეტად დაქაჩვა, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს უპირველესად – მას.

სწორედ ამ გარემოებებს უკავშირდება, თბილისიდან მოსკოვში სასწრაფოდ გამოძახება ალტ-ინფოსა და მოურავ-ინაშვილების ვოიაჟები.

არის კიდევ ნაწილი, რომელთაც გასაგები მიზეზების გამო – მოსკოვში არ იძახებენ ყველას დასანახად და ‘მესამე ქვეყნებში’ ხდება მათთვის სამოქმედო ინსტრუქციების სასწრაფოდ დარიგება და ახალ რელსებზე გადაწყობა

ერთი სიტყვით – ომის კიდევ გაგრძელების შემთხვევაში, პუტინის მიერ შეკოწიწებული დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემები, მზარდ ტურბოლენტობას ვეღარ გაუძლებენ და უცილობლად აფეთქდებიან

პუტინს ამიტომ სურს, ფორსირებულად, რაღაც სამხედრო შედეგის დადება მაინც უკრაინაში, რომ შემდგომ, მასზე დააშენოს დაზავების ახალი პირობები და მიეცეს სულის მოთქმის საშუალება – შეძლოს შიგნით, ძალაუფლების კვლავინდებურად კონსოლიდირება და ახალი სისტემის ფორმირება-გადაწყობა იმგვარად, რომ ეს ბევრისთვის რუსეთში – ‘შეუმჩნეველი’ დარჩეს“, – წერს ფეისბუკმომხმარებელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved