საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს, 4 დეკემბერს გამართულ პოლიტიკურ საბჭოს სხდომას ეხმაურება და წერს, რომ პარტია შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად.
“მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად – ისე ძლიერად როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს სააკაშვილი.
კომენტარები