პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ტვ პირველთან, ამბობს:
“ვერ ვილაპარაკებ ნიკას ან ,,ნაცმოძრაობის” ნაცვლად, ჩემს აზრს გეტყვით. არის გარკვეული წინაპირობები, მოითათბირებენ, პარლამენტში ,,ენმ” უნდა შევიდეს, ეს ჩემი აზრია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამხელა პარტიის გარეთ დარჩენა როცა ბოიკოტი მრავალპარტიულია, მაშინ მუშაობს. ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა ანახოს, რომ კოალიციურად მუშაობა შეუძლია და რახან ეს ბუღალტერია შევიტენეთ, იმ ანეგდოტისა არ იყოს, ეს 43%-იანი ბუღალტერია, ოპოზიციის ვალია, ,,ოცნებამ” გაყალბებით, თუ გაუყალბებლად 43% არ აიღოს. ნიკა მელიას, როგორც მერობის კანდიდატს მხარს დავუჭერ. შანსი დიდია და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, კოალიცია მან უნდა შეკრას”
კომენტარები