• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენმ”-მა “შეტენილი” “გამოიძრო” – “ეს სამეული 10 ათასი კაცის მოგროვებასაც ვერ მოახერხებდა”

ალია ავტორი - ალია
18:19 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

15 მაისის აქციის გაუქმების შესახებ, “ენმ”-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ, დღეს გააკეთა მოკლე განცხადება და თქვა, ისედაც ცხადია, რომ აღარ არის ის მოცემულობა, აქციის ჩატარება რომ გახდეს საჭიროო.

რა შეიცვალა მარტის (როცა აქცია დაიგეგმა) მერე? – გარდა იმისა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა გამოვიდნენ ციხიდან? ვადამდელი არჩევნები დაინიშნა? იქნებ, სასამართლო სისტემის შეცვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა? არც ერთი და არც მეორე, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ეს აქცია ნაციონალურ მოძრაობას “შეეტენა” და პარტიების უმეტესობა პარლამენტში გადაბარგდა.

სწორედ, ამას წერდა “ალია” ჯერ კიდევ აპრილში:

ანი დვალიშვილი:

“15 მაისის აქცია ნაციონალურ მოძრაობას „შეეტენა“ და მთავარი ოპოზიციური ძალა მის „გამოძრობას“ ჯიუტად ცდილობს.

პარლამენტში შესული პარტიები აქციაზე გასვლას აღარ აპირებენ. მიზეზი მარტივია – რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, პარლამენტში ვართ, მაგრამ მაინც ვაპროტესტებთო? გარეთ რეალურად თაკო ჩარკვიანი, ლეიბორისტები და ნაციონალები დარჩნენ. ეს სამეული კი 10 ათასი კაცის მოგროვებასაც ვერ მოახერხებს და როგორც მმართველი გუნდის, ისე დანარჩენი ოპოზიციის დასაცინი გახდებიან. ამიტომ, ნაცმო ძალიან ცდილობს, 15 მაისის აქციაზე სხვა პარტიების დაითანხმოს და თუ ხალხი ვერ მოგროვდება (და ვერ მოგროვდება), ოპოზიცია ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას არ დაიწყებს და ნაცებს არავინ დააყვედრის, პარლამენტში რომ არ შეხვედით, ამომრჩეველმა ზურგი იმიტომ გაქციაო.”

როგორც ჩანს, “ენმ”-მა ვერ მოახერხა დანარჩენი პარტიების დარწმუნება, ან როგორ მოახერხებდა? პარალელურად, სააკაშვილი “ენმ”-ის პარლამენტში შესვლის მომხრეა და შესაბამისად, ვერ იქნებოდა 15 მაისის აქციის მომხრე. რა ბედი ელით პარლამენტის შენობის გვერდით, კარვებში მსხომ ახალგაზრდებს, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ 1 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე – უცნობია.

ასე რომ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, “ენმ”-მა მოახერხა და “შეტენილი” “გამოიძრო”. აქა-იქ უკვე ისმის ნაციონალური მოძრაობის წევრების ხმები, რომ ეს არასწორია და აქცია არ უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ხმა არ იყო გადამწყვეტი. მართალია, პარტია დანარჩენი ოპოზიციის დასაცინი აღარ იქნება, მაგრამ ამჯერად, მას “ქართული ოცნება” დასცინებს, გაუქმებული აქციის გამო…. საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეციო, ასე იყო, ამ აქციის ამბავი…

თეგები: ენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved