• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენმ”-მა 3-26 ოქტომბრის პერიოდში 815 651 ლარის შემოწირულობა მიიღო, რეკლამაში კი 676 213 ლარი დახარჯა

ალია ავტორი - ალია
17:29 11-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 ოქტომბრიდან – 26 ოქტომბრის ჩათვლით, ფულადი შემოსავლის სახით 815 651 ლარი მიიღო. მათ შორის, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 632 047 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 183 502 ლარი ჩაერიცხა.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 676 213 ლარი დახარჯა. მათ შორის პარტიამ ყველაზე დიდი თანხა, ინტერნეტ რეკლამაში 233 878 ლარი გადაიხადა, სატელევიზიო რეკლამისთვის 219 709 ლარი გაიღო, სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 221 525 ლარი გამოყო, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯი 1100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გარე რეკლამას, პარტიის მიერ საანგარიშო პერიოდში გარე რეკლამისთვის გადახდილი თანხა დეკლარაციაში მითითებული არაა. თუმცა, ამასთან, დეკლარაციაშივე ვკითხულობთ, რომ პარტიას საგადასახადო ვალდებულებაში მითითებული აქვს სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის გასაღები 200 851 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა პარტიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 3 ოქტომბრიდან – 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პარტიამ სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების მოწყობისთვის 54 265 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ: “ოცნებამ” 3-26 ოქტომბრის პერიოდში, 2 035 605 ლარის შემოწირულობა მიიღო, რეკლამაში კი 1 196 044 ლარი დახარჯა

“ოცნებამ” 3-26 ოქტომბრის პერიოდში, 2 035 605 ლარის შემოწირულობა მიიღო, რეკლამაში კი 1 196 044 ლარი დახარჯა
თეგები: ენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved