• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენმ-ი თავისი ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
17:05 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ენმ-მ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე “ოცნების” იმ წევრების გამოკითხვა მოითხოვა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ  – კერძოდ, ანი წითლიძემ მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გამოიკითხო  გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი,  ზურაბ პატარიძე, გეკა გელაძე, ლევან სონღულაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

ჩვენ ვითხოვთ, რომ მოწმის სახით დავიბაროთ ადამიანები, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ და მაშინ “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ. მაგალითად ციხის ამბებთან დაკავშირებით, ბატონი გივი მიქანაძე ახლა რომ განათლების მინისტრია, “ნაციონალურ მოძრაობაში” მაღალ თანამდებობაზე იყო, შესაბამისად, იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”  სარჩელში, ჩემთან კი არ უნდა იყოს კითხვა, უფრო მეტი იცის გივი მიქანაძემ. 

ასევე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ისიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდა არაერთ საელჩოში და როდესაც იმ 9 წელში გვედავებიან, რომ უცხო ქვეყნის აგენტებიო ვიყავით, საინტერესოა, მაშინ მაკა ბოჭორიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” რომ წარმოადგენდა, იყო თუ არა უცხო ქვეყნის აგენტი. 

ასევე ბატონი ზურაბ პატარიძე, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაურია და ასევე ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა ერთ-ერთ საელჩოში, ასევე დავით სონღულაშვილი, რომელიც სისტემაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ასევე ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანი იყო, დღეს კი “ოცნების” თავდაცვის მინისტრია, ანუ ეს ადამიანები მე რომ ჩამოვთვალე, მაგ დროს მუშაობდნენ სისტემაში, თუ სისტემური დანაშაულებების გამო უნდა აგვკრძალოთ და უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაშინ საინტერესო არის, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც ჩვენ გვაქვს და წესით, თქვენც უნდა გქონდეთ, მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულებები, თუ იტყუება “ქართული ოცნება”. და ასევე გეკა გელაძის დაბარებას ვითხოვთ ასევე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში სისტემაში მუშაობდა და შსს-ს სამსახურის უფროსი იყო”, – განაცხადა ანა წითლიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved