• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენმ”-დან ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია პრეზიდენტიდან დაწყებული” – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
17:38 10-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

„ლელოს“ ლიდერის და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ ვიცე-მერის პოზიციაზე დასახელებულმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ თქვა:

„სწორედ ეს არის „ოცნების“ პროპაგანდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, ამის შიშით, რომ არაფერი გავაკეთოთ. მაშინ დავრჩეთ სადაც ვართ, ამ ჭაობში, იმის შიშით, რომ ხვალ შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც უკვე ვნახეთ და ვინმე ჭკუათმყოფელს თუ უნდა იმ ამბავში შესვლა, მაშინ საერთოდ არაფრის ღირსები არ ვყოფილვართ, საერთოდ არაფრის ძალა არ ჰქონია ამომრჩეველს, არცერთ პარტიას, მაშინ დავანებოთ ყველაფერს თავი. ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, რომ 9 წლის წინაც იყო უბედურება, შევცვალეთ ეს ყველაფერი, მაგრამ კარგიც იყო რაღაცები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ იყენებს. ცუდსაც ისევე იყენებს, როგორც კარგს. ცუდია ის სასამართლო სისტემა, რომელიც გადმოიბარა, მურუსიძის სასამართლო, კარგია პოლიცია, რომელიც შეიქმნა თავის დროზე და გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“. რას გადააბარებს „ქართული ოცნება“ მომავალში, ხვალ კოალიციურ მმართველობას? გაღატაკებულ ბიუჯეტს, თითქმის მილიონამდე ასულ, სოც–დახმარებაზე ჩაწერილ ადამიანს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყნის ბიუჯეტის უზარმაზარ ვალებს, არანაირ ინვესტიცია, უბრალოდ აღარ შემოდის ქვეყანაში იმიტომ, რომ ქვეყანას დააკარგინეს ნდობა. როცა შენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ასე მოხსენიება ხდება, ღმერთმა არ გაგვიჭირვოს, ხვალ ვინ უნდა მივიდეს საქართველოს სახელით ევროკავშირთან და ვინ რა უნდა სთხოვოს? ეს მთავრობა უნდა მივიდეს გუშინ რომ აგინებდნენ?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც იყო, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია პრეზიდენტიდან დაწყებული. თუ ვინმე არ დაიჭირეს და დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ისევ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიჭირა, გადმოიპორტირა თავის რიგებში, გადახედეთ მათ რიგებს პარლამენტში, სტრუქტურებში და სასამართლოში, უცბად აღმოაჩენთ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ადამიანებს, რომლებზეც პრეტენზია აქვს ვითომ „ქართულ ოცნებას”.

ასე საკითხის დაყენება არ შეიძლება იმიტომ, რომ არსად არ წავა ქვეყანა, იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა, მგელი მოვა“, ეს მგელი აღარ არსებობს დღეს, მისი თავები და ხელმძღვანელები არიან ციხეში დღეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხვალინდელ დღეზე ორიენტაციას, საერთო ენის გამონახვას. გარანტია იმისა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება არის ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. არავითარ შემთხვევაში მომავალში არ დავუშვებთ ერთპარტიულ მმართველობას, გამორიცხულია“

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved