“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეიტანენ განცხადებას, სადაც მოითხოვენ იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებმაც რამდენჯერმე აღიარეს, რომ ე.წ. ცოცხების და ე.წ. კარანტინის კადრები არ იყო სიმართლე.
14 წელი გავიდა საქართველოში რუსული სპეცოპერაციიდან, ციხის. ე.წ. კადრების გავრცელებიდან, მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს, როგორც ე.წ. ცოხხების, ასევე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი, არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, დამდგმელებს – ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახება არაერთ საჯარო განცხადებაში აქვს ნათქვამი. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და ზოგადად პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა, რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფისქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხს დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშულის რეალური არსებობა და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას. შეგახსნებთ, რომ მაშინ საუაბრი იყო 26 ათას მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, რადგან ერთი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა, ან შრუს იძიებდა და ამის შესახებ გაიგებდა საზოგადოება. დღეს არის რეჟიმი, რომლსი პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაციდა ქართული ოჯახი, ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადმაცველები, არასამთავრობოები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშულებზე საუბრობენ, ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას, ადრე თუ გვიან უნდა დადგეს სამართალი, ამ საქმესთან დაკავშირებით, – განაცხადა ფავლენიშვილმა.











კომენტარები