• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენგურის ხიდი უნდა გავხადოთ იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
16:32 09-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, ჟურნალისტებთან, განაცხადა:

დღეს ჩვენ მოვედით ენგურის ხიდთან, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც დაყო ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი.

ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკანმოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას.

ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ და აგრესორს, ჩემი მეგობრები და ნებისმიერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის, იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო, არის რუსეთის მიერ პროვოცირებული.

მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის.

ენგურის ხიდი ის ადგილია, რომელმაც გაყო ორი მონათესავე ერი, თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ უნდა გადავაქციოთ ეს ხიდი ხიდად, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა   გავხადოთ იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.

ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია. ჩვენ ვიცით, როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა , ის კულტურა, რომელიც ჩვენს შორის ყოველთვის იყო.

დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 31 წელი გავიდა. უთანასწორო ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 300 ათასზე მეტი ადამიანი დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.

რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წელს აღიარა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved