• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

ალია ავტორი - ალია
17:24 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.

სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში.

სალომე ჯანელიძე სემეკში 2015 წლიდან საქმიანობდა. 2021 წლიდან დღემდე არის სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული გაერთიანების სათაო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას.

სალომე ჯანელიძე პროფესიით იურისტია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი.

2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მენტორობას უწევს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.

თეგები: სალომე ჯანელიძესემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved