• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენდე შენს სახელმწიფოს! ენდე შენს ჯარს! გჯეროდეს უკრაინის! – პრემიერმინისტრის მიმართვა უკრაინელებს

ალია ავტორი - ალია
11:43 02-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებისა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამხედრო შეჭრის რისკის ფონზე, უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინელებს მიმართა. მან ვიდეომიმართვა ფეისბუქით გაავრცელა და  უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა,.

შმიგალის თქმით, ქვეყნის არმია მზადაა აგრესორის მოსაგერიებლად. 

მან აღნიშნა, რომ 8 წელია უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ საზღვრებს, დიპლომატები რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, უკრაინელებმა კი იციან, რომ მეზობელი არის საშიში და ცდილობს მათ დაშინებას და განადგურებას, თუმცა შმიგალის თქმით, 2014 წლისგან განსხვავებით, უკრაინის ჯარი დღეს მზადაა.

“გუშინ მქონდა კონტაქტი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან. რა გავიგეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სარდლობისგან? რომ დღეს არმია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით – საწვავიდან დაწყებული, იარაღით დამთავრებული. რომ შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენებს. მე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს: ჯარი მზადაა ნებისმიერ მომენტში მოიგერიოს მტერი“, – განაცხადა შმიგალმა.

მან დასძინა, რომ ომი არ არის მხოლოდ ჯარი და იარაღი, მას აქვს მრავალი განზომილება. ჰიბრიდული ომის მაგალითად შმიგალმა ევროპაში გაზის კრიზისი, გრივნის კურსის შესუსტება, კიბერშეტევები, ინფრასტრუქტურის დაზიანება მოიყვანა. ყველაზე სახიფათოდ კი შმიგალმა, დეზინფორმაცია და პანიკა დაასახელა.

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის სწრაფი გავრცელების სამყაროში, როდესაც პანიკა მტრის საჩუქარია – ამბობს შმიგალი.

მისი თქმით, პანიკა არანაკლებ ანადგურებს სახელმწიფოს, ვიდრე ტანკები და ტყვიამფრქვევები.

“ეს არ არის 2014, არამედ 2022 წელია! ჩვენი არმია ძლიერია, ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერია. ჩვენ დღეს ეკონომიკურად ძლიერები ვართ” ამბობს შმიგალი.

​შმიგალმა მოუწოდა უკრაინელებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ მტრის პროვოკაციებსა და დეზინფორმაციას.

“ერთადერთი, რაც დღეს ნამდვილად გვჭირდება, არის არ დავემორჩილოთ მტრის ჰიბრიდულ პროვოკაციებს, დეზინფორმაციას. ჩვენი ჯარი მზადაა. ჩვენი არმია ძლიერია! ჩვენი არმია მამაცია! ასეც უნდა ვიყოთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ უკან დგას ასევე ძალა – ძლიერი სული, ბრძენი, ერთიანი უკრაინელი ხალხი! ენდე შენს სახელმწიფოს! ენდე შენს ჯარს! გჯეროდეს უკრაინის! მხოლოდ ერთად ვართ უძლეველი! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შმიგალმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved