ემზარ, ჩვენი ძმა ხარ! – ასე ემშვიდობება უკვე ყოფილ თანაპარტიელ ემზარ კვიციანს “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი კვიციანის “ფეისბუქ”- პოსტს, პარტიის დატოვების შესახებ, კომენტარშივე გამოეხმაურა. მან კვიციანს გამარჯვება უსურვა და დაწერა, რომ ის მათი უახლოესი მეგობარია.
ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!“
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა “პარტიოტთა ალიანსის” დატოვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
კომენტარები