• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ემიგრანტის ისტორია წმინდა ნიკოლოზის ხატთან დაკავშირებით: „მივხვდი, რაც მითხრა უფალმა და ვის მიაბარა ჩემი აფორიაქებული სული“

ალია ავტორი - ალია
16:29 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. იმ ეპიზოდს უკავშირდება ემიგრაციაში წამოსასვლელად, რომ ვემზადებოდით.

ბილეთები უკვე შეძენილი გვქონდა და გამგზავრების დროც ვიცოდით. გამგზავრებამდე რამდენიმე დღის წინ, ჩემმა განსაკუთრებულმა და გამორჩეულმა მეგობარმა დამირეკა, სამგზის დედას, მესამე შვილს ილია ll საყოველთაო ნათლობის წესისამებრ ნათლავდა. პატარა ანდრიას ნათლია გახდა, ჩემი მეუღლე.

ტაძარში ნემსის ყუნწსაც ვერ ჩააგდებდით, ზღვა ხალხი იყო. სანთლის ანთება და უფლისთვის ჩემი პატარა ოჯახის შევედრება მსურდა… ჩვენ, სადღაც და გაურკვეველი დროით მივდიოდით… სადღაც, სადაც ჩვენი არაფერი იყო, გარდა ჩვენსავით სამშობლოდან გადაბარგებული თანამოქალაქეების გარდა, რომლებიც დღემდე ბედს და ადამიანის სამართალს არიან მინდობილნი.

ბევრი ვეცადე ხალხის სიმჭიდროვეში ტაძარში გზის გაკვლევას, მაგრამ ვერცერთ ხატთან ვერ შევძელი მისვლა. გული დამწყდა, ცუდად მენიშნა, დავიძაბე და დავნებდი. თვალებით მაინც შევევედრებითქო, ვიფიქრე და მოვბრუნდი. მოვბრუნდი და ჩემს ერთადერთ მარიამს გეფიცებით, ჩემს ერთადერთ შვილს, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ვიდექი…

მივხვდი, ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, რაც მითხრა უფალმა და ვის მიაბარა ჩემი აფორიაქებული სული…
ნიკოლოზობას გილოცავთ! განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს 

გფარავდეთ წმ. ნიკოლოზი.

ხათუნა შარაძე. იტალია. 18/12/2020 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved