• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელიტარულ ოჯახებს თბილისში ამიერიდან გაუჭირდებათ ფულის სესხება მევახშეებისგან” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
19:28 01-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,963
ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
გუშინ, კეკელიძის ქუჩის ბინიდან გამოსახლებულმა ელიტარულმა ოჯახმა და იმ ქალმა, რომელმაც ეს ბინა აუქციონზე შეიძინა (არავითარი კავშირი ამ ქალს ფულის სესხება-გასესხების ისტორიასთან არ ჰქონია) მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „ვერელი ოჯახი“ 1 თვის განმავლობაში გადაუხდის 90 000 დოლარს და ამ შემთხვევაში ბინა უბრუნდება.
ბინის ახალი მესაკუთრე ამ კომპრომისზე მთლად ნებაყოფლობით არ წავიდოდა.
აიძულა იმან, რაც ყველამ ვიხილეთ გუშინ მთელი დღის განმავლობაში
მაგრამ….რა ქნან იმ „უბრალო“ ადამიანებმა, ათასობით რომ ასახლებენ ბინებიდან, თუმცა არა ჰყავთ „გავლენიანი“ წრე, რათა „მოიყვანონ“ ტელეჟურნალისტები, მოიყვანონ NGO-ები და ეს გამოსახლება დღის თუ კვირის მთავარ ნიუსად აქციონ?
ათასობით გამოსახლებიდან ოდესმე დაინტერესებულან ასე (!)…….ან „ასე“ ან საერთოდ „როგორმე“ გაუშუქებიათ ეს ათასობით ტრაგედია?
მიტინგები მოუწყვიათ?
არა რასაკვირველია, მაგრამ აქ ელიტარული ვერელი ოჯახის „გავლენიანმა“ წრემ იმუშავა.
ან ხომ არ გგონიათ „ჩვეულებრივ“ მსესხებელს, ვისაც ასეთი წრე არ ეყოლებოდა, ეს ჩვენი დიდებული სასამართლო, დიდებული „სააღმსრულებლო ბიურო “ 6 წლით (!) და ხუთჯერ გადაუვადებდა გამოსახლებას?
არა რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ სამართლიანობა, უსინდისობის, უტიფრობის, „შერჩევითობის“ და ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგ ზოგჯერ მიხვეულ-მოხვეული გზებით მოძრაობს, – „ურმით მიდის“, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაღწევს:
მთელი ეს ისტორია იმ შედეგს გამოიღებს (თანაც პირველად, ესოდენ „ფართოდ გაშუქებული“), რომ ელიტარულ ოჯახებს თბილისში ამიერიდან გაუჭირდებათ ფულის სესხება მევახშეებისგან როგორც არ უნდა სჭირდებოდეთ.
იმიტომ, რომ მევახშესაც და ბანკსაც ეცოდინება, რომ ელიტური ოჯახი გამოიყენებს მის გავლენიან წრეს, შეძლებს მედიის მობილიზებას, შეძლებს NGO-თა მობილიზებას და ბინის წართმევა გაუჭირდება ან წლობით გაეწელება.
ამიტომ ამ მევახშისგან უბრალო, არაელიტური ოჯახები უფრო შეძლებენ სასიცოცხლოდ აუცილებელის სესხების აღებას, რაკი მევახშეს ეცოდინება, რომ ამ უბედურებს არ მიუწვდებათ ხელი მედიაზე, არ მიუწვდებათ ხელი გავლენიან NGO-ბზე და ბინიდან იოლად გამოაგდებენ.
Paradox
სხვა ლოგიკა სამწუხაროდ არ მოქმედებს ამ დამპალ და უსამართლო სოციუმში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved