• რეკლამა
  • კონტაქტი
22:31, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია

თემურ ჭიჭინაძე: „დაცვის გარანტია ის არის, რომ თითოეულ აბონენტთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება“

ალია ავტორი - ალია
21:28 10-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

სემეკის დასკვნით 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი რეგულაციების დროულად განხორციელებისა და ტექნიკური ავტომატიკის გამართვის შემთხვევაში, სრულიად საქართველო შუა ზაფხულში ორი დღით არ ჩაბნელდებოდა. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ „სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ხრამჰესში“. ენერგეტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ უკვე დროა, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მოსახლეობასთან – ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან – ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმონ. 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის მეირ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში, გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი დარღვევა გამოავლინეს.

სამუშაო ჯგუფის დასკვნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს გადაეგზავნებათ, მათ შორის, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, „ხრამჰესსა“ და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიებს დასკვნაში აღწერილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც სემეკი განხილვას ორ კვირაში დაასრულებს.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს. სანქცია, ერთ შემთხვევაში, 75 000 ლარია. ვინაიდან საუბარია ორ სისტემურ ავარიაზე, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი.

შეიძლებოდა თუ არა 24-25 ივლისის ავარიული გათიშვების თავიდან აცილება? დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამის შესაძლებლობა არსებობდა.

პარალელურად, „სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ხრამჰესის“ წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ლევან მჭედელაძის განცხადებით, განხილული საკითხი, თავისი მასშტაბითა და დოკუმენტაციის სირთულით, კომპლექსურია. შედეგად, პროცესს სისტემური დამუშავება და ღრმა ანალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ ითხოვეს კომპანიებმა დამატებითი დრო. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნა სემეკს „ელექტროსისტემისთვის“ ჯერ არ გაუგზავნია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე მთელ სისტემას გადაეცა და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება „ენგურჰესს“, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო“.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე პირდაპირ აცხადებს, რომ სისტემა არ უნდა გათიშულიყო, მაგრამ ვინაიდან ასე მოხდა, ძალიან მალე უნდა აღდგენილიყო. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია გადაეჩვია დენის ორდღიან გათიშვას.

„მასშტაბური ავარიის შემდეგ, დავინტერესდი და გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, მწარმოებლებიც დაზარალდნენ. ამხელა გადასახადს იხდიან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და მაინც ხდება ასეთი მასშტაბის ავარია, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არავის.

სხვათა შორის, სარჩელი უკვე შეტანილი მაქვს, როგორც სემეკში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში მოთხოვნით, რატომ არ აფორმებენ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ეს ხომ მათი ვალდებულებაა. როდესაც „თელასის“ პრივატიზება განხორციელდა, სამი პირობა იყო შესასრულებელი: 24-საათიანი ელექტრომომარაგება, გამრიცხველიანება და თითოეულ აბონენტთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება. პირველი ორი შესრულდა, მესამე – არა.

ეს საკითხი ახლა, სწორედ ივლისში, ავარიული გათიშვების შემდეგ დავძარი, რადგან როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრმა იზარალა დენის ორდღიანი გათიშვის გამო. ინდივიდუალური ხელშეკრულება რომ გაფორმდება, კომპანია ვალდებული იქნება, შეცდომები აღარ დაუშვას“, – განუცხადა „რეზონანსს“ ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ზამთარში, როდესაც ენერგოსისტემა სრულად დაიტვირთება, დენი ავარიულად აღარ გაითიშება, ენერგეტიკოსმა გვიპასუხა, რომ ამის გარანტია ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა.

„ისინი თავგასული ტრანსნაციონალური კომპანიები არიან, რომლებიც არად აგდებენ მოსახლეობის ინტერესებს. ხომ ნახეთ, სემეკის სხდომაც კი ჩაშალეს. გარანტია ის არის, რომ თითოეულ აბონენტთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას თემურ ჭიჭინაძემ.

resonancedaily.com

თეგები: თემურ ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved