• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელექტროენერგიის ექსპორტის შემოსავლები თითქმის განახევრდა – 41%-ით შემცირებული ექსპორტი

ალია ავტორი - ალია
20:57 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

 

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ელექტროენერგია ექსპორტზე 4 კომპანიას გაჰქონდა. აქედან სამი ქართულ დენს თურქეთში, ერთი კი სომხეთში ყიდდა.

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში – თურქეთში დენი ექსპორტიორები “ბუქაფ სოლუშენზი”, “საქართველო ურბან ენერჯი” და “აჭარა ენერჯი 2007” არიან.

საჯარო რეესტრის მიხედვით, “საქართველო ურბან ენერჯის” 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთში რეგისტრირებული კომპანია “ანადოლუ კავკასია ენერჟი იათირიმლარია”. კომპანიას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეა, თუმცა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ კურტანიძეა.

რაც შეეხება “აჭარ ენერჯი-2007”-ს, კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: “ეკსიმ იათირიმ ჰოლდინგი” (თურქეთში რეგისტრირებული) 52%; “აბდულლაჰ თივინიქლი ისარის ფონდი” (თურქეთში რეგისტრირებული) – 24%; “სააქციო საზოგადოება ისარ იშთირაქლერ ეღითიმ ვე საღლიქ” (თურქეთში რეგისტრირებული) – 24%.

მესამე ექსპორტიორ კომპანიას “ბუქაფ სოლუშენზს” აპრილში აქვს მიმართული რეესტრისთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე, რაც საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა.

სომხეთში ექსპორტიორი კომპანიის “ქროს ბორდერ ტრეიდინგის” მფლობელი ილია ქუტიძეა.

 

წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41%-ით 0.4 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ექსპორტის სეზონი მაისში დაიწყო და Galt & Taggart-ის შეფასებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპორტის შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების კლებას უკავშირდება. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით კვტ.სთ-ზე 4.3 ცენტამდე შემცირდა.

ფასის კლების პირობებში, იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (კლება 44%). ჯამში ექვს თვეში ქვეყანამ დენის გაიდვებიდან 19.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 16 მლნ დოლარის ელექტროენერგია თურქეთშია ექსპორტირებული.

აღსანიშნია, რომ თურქეთი ქართული ელექტროენერგიისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია, სადაც 2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე გატანილი დენის 82% გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ დენის ექსპორტიდან შემოსავლები შარშანაც შემცირდა. 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 047.4 მლნ კვტსთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, რაც 28.7%-ით შემცირებული მაჩვენებელი იყო. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი გასულ წელს 49 მლნ დოლარამდე, 48.6%-ით იყო შემცირებული.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
ახალი ამბები

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

14:05 07-29-2025
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved