• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ელენე ხოშტარიას უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში“ – ანი ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
17:36 06-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
433

რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ მოინახულეს:

„მე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ელენე ხოშტარიას მეგობარი, გულშემატკივარი, როგორც დედა ასევე მრავალშვილიანი დედის, ასევე როგორც ელენეს მხრიდან ნდობით აღჭურვილი ექიმი.

ციხის დირექტორისგან და მთავარი ექიმისგან ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში და ის მოინახულებს პაციენტს აუცილებლად, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ 6 დეკემბრის შემდეგ არის დაკარგული არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო დიაგნოსტირება, საბოლოო დიაგნოზის მიღება და ელენეს მდგომარეობის მართვა, გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს.

ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად, წინა დღეებთან შედარებით მათ შორის, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება. შესაბამისად, თითოეული ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას, რაც ციხის პირობებში წარმოუდგენელია. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში და შესაბამისად ეს პრობლემაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ადგილი ექნება შემდგომში ადეკვატურ მართვას შეთანხმებისამებრ“ – განაცხადა ანი ქავთარაძემ.

თეგები: ანი ქავთარაძეელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved