• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ელჩობა თუ ლენჩობა“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
02:09 08-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
907

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,ელჩობა თუ ლენჩობა

ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა გვითხრა, სხვა ყველა რიგითი მოქალაქე სხვა ქვეყანაში თავისი ქვეყნის ელჩიაო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მისია ეკისრება ქვეყნის მიერ სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნულ დიპლომატს.

დამოუკიდებელი საქართველო უკვე საუკუნის 1/3-ს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაახლოებით 10-მდე ელჩი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ მათი უმრავლესობა დიპლომატიის ვარსკვლავები იყვნენ და ახლადფეხადგმულ ქვეყანას დიპლომატიის მასტერ-კლასებს უტარებდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივა ისეთ შემაშფოთებელ პერსონასთან, როგორც აშშ-ს ბოლო ელჩი აღმოჩნდა.

კელი დეგნანი არ მოსწრებია ნაცფაშისტების ზეობის პერიოდს საქართველოში. მას ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა მაშინ მოუწია, როდესაც თითქმის 10 წელი იყო გასული ნაცკოშმარიდან, ხოლო ამ კოშმარის შემოქმედებიდან აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი დადიოდა, ბევრი მათგანი კი სახელმწიფო სტრუქტურებში ისევ იკავებდა სერიოზულ პოზიციებს. ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანების საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ განწყობებს, როდესაც სტალინის კულტის დაგმობის 8-10 წლის შემდეგაც მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ნოსტალგიურად იყო განწყობილი „რკინის ხელით“ მართვის მიმართ, როდესაც სახეზე იყო „დიადი აღმშენებლობა“, დამარცხებული იყო კორუფცია, ქურდობა ისე იყო შეზღუდული, რომ „მოქალაქეები მანქანებს და სახლებს ღიად ტოვებდნენ“, როდესაც ყველას სიამაყით აღავსებდა როგორც „იმპერიის ცხვირწინ მუშტების ტრიალი“, ისე მსოფლიო ლიდერებისგან საქართველოს „დემოკრატიის შუქურად“ მოხსენიება და ა. შ.

აშშ-ს ელჩმა თანდათან დაინახა, რომ მოქმედი ხელისუფლება მას ფეხქვეშ არ ეგებოდა, ხელმძღვანელობდა არა ამერიკის, არამედ საქართველოს ინტერესებით და დაასკვნა, რომ დასაყრდენად ისევ, დისკრედიტირებული, მაგრამ ბელადომანიით და „რკინის ხელით“ მმართველობის ნოსტალგიით შეპყრობილი პარტიის მხარდამჭერები ის და საზოგადოების ის ნაწილი, რომლებისთვისაც წინა პლანზე იდგა ძია სემისთვის ნებისმიერ ფასად თავის მოწონების პოლიტიკა.

ასეთი ნოსტალგიით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი მან ქართველი ხალხის მოთხოვნილებად ჩათვალა და
კელი დეგნანის უკიდურესად მარცხიანი ელჩობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

საკუთარი მიზნების წარუმატებლობით გაკვირვებული ელჩი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა აშკარად დაინტერესებულ და მიკერძოებულ მხარეს. ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ დაპირისპირების არანაირ შანსს აღარ უშვებდა ხელიდან. ყოველთვის თითქოს ეძებდა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებთან დაპირისპირების გზებს – ეს იყო ლგბტ თემის თუ 1-2% იანი პარტიების ღია მხარდაჭერა, გამაღიზიანებელი და სუვერენიტეტის შემლახველი პოზიციების დეკლარირება.

ბოლოს ელჩმა სხვა ქვეყნის გარაჟების განაწილებაში ჩარევაც კი არ იუკადრისა. ასეთი ქმედებებით მან საკუთარ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.

მოკლედ, თუ აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ „დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“, ახლა ისიც გავიგეთ, რომ „ელჩობიდან ლენჩობამდე მხოლოდ ერთი ასოა“.

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved