ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ საჭირო იყოს საველე ჰოსპიტლების ამოქმედება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის თავისუფალი გვაქვს 2 000-დან 2 200-მდე საწოლი. რა თქმა უნდა, ინფიცირების რიცხვი მაღალია, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საწოლების ბრუნვის მაჩვენებელი საკმაოდ გააქტიურებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალურ სექტორში ის გარკვეული საცობები არ წარმოიქმნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 796 453, გარდაიცვალა 12 191 პაციენტი.














კომენტარები