• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკამ მითხრა, – უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო” – რას ჰყვება ივანიშვილებზე ეკა ჭიჭინაძე?

ალია ავტორი - ალია
17:56 05-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

მხატვარი ნიკუშა შენგელაიას ოჯახი კარანტინისას – ბოლო ორი თვის განმავლობაში წყნეთში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მათთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. თუ როგორ გაატარა ამ ორმა ოჯახმა თვითიზოლაცია,ამის თაობაზე ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს – ეკა ჭიჭინაძეს გავესაუბრეთ… 

– ორი თვეა სახლიდან არ გავსულვარ… წყნეთში ვართ და აქ შედარებით ადვილია იზოლაციის ატანა, ეზოში მაინც გავდივართ. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა, ბევრი დრო მქონდა ჩემი თავისთვის, ვარჯიშიც კი დავიწყე, სულ მეზარებოდა და რაც მთავარია გამიმართლა, რომ ჩემი ვაჟი – გიორგი საახალწლოდ არდადეგებზე ჩამოვიდა ბოსტონიდან და დარჩა. მომენატრა სტუმრები, ანუ ის ადამიანები, ვინც მიყვარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, ნახვა და არა მესიჯები და ონლაინურთიერთობები…

მოკლედ, ამ იზოლაციას დადებითი მხარეც ჰქონდა და უარყოფითიც. რთული არ  ყოფილა, პირიქით ვიყავით მშვიდად და მინდა, სრულიად ობიექტურად გითხრათ, რომ ასე დაცულად თავი არასდროს მიგრძვნია დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. საოცრად იმუშავეს და შედეგიც დავინახეთ. ასე მარტო მე არ ვფიქრობ! ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან! 

მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მადლობა გადავუხადო ეკას და ბიძინას იმ სიკეთეებისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ! ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და დადგება დრო როდესაც თაობები დააფასებენ ამ ოჯახის ღვაწლს. უსაქმურების კრიტიკა არავის აინტერესებს. მალე ყველაფერი კარგად იქნება!

– ამ რთულ პერიოდში თუ გქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, როგორ გაატარეს ბოლო ორი თვე?

 – უტა იზოლაციაში იყო, ახლა უკვე შინ არის… მშვიდად არიან და თავს იცავენ, როგორც ჩვენ ყველა. დაბადების დღე მქონდა 2 მაისს და განსაკუთრებული სითბოთი მომილოცეს… 

– გვანცა ივანიშვილიც საქართველოშია? უტას საქართველოში დაბრუნებას დიდი გამოხმარერბა მოჰყვა, ამბობდნენ, რატომ არ გადაიყვანეს კარანტინშიო? საინტერესოა, სად იმყოფებოდა თვითიზოლაციისას? 

– გვანცა ამერიკაშია… არ ვიცი, უტა სად იყო იზოლაციაში, ეკამ მითხრა ტელეფონით საუბარში, – დღეს უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო… მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან შეკრული ოჯახი, სადაც თითოეული მათგანი ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემს, ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან! 

“კვირისპალიტრა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved