• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეკა კუპატაძე: “ხომ არ გაგირკვევიათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი “ნიაკო” უდანაშაულოაო? ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი? ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა?”

ალია ავტორი - ალია
15:30 09-06-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

“სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება: – დედაჩემს დაურეკეთ!
გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა! ჰოდა, მე ისევ აქა ვარ! გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა.
მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის ბრბო!
ჰოოო და, ჩვენ – ყველამ ერთად – ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა! ვაღიარეთ და შევძელით კიდეც!
ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას! პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას! სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრთხოება!
საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს!

გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე. იმ “გულჩვილი” და “სამართლიანი” ხალხის აზრი მაინტერესებს ლ(ь)ეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ: ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი “ნიაკო” უდანაშაულოაო?
ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი? ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა? ნია იმნაძეს კლინიკაში რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის მოიკითხეთ? ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დასწყებია და ისიც მოიკითხეთ.
(ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა “ნიაკოს” დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს.) მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა:
– პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო,
განვმარტავ: – პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 სთ-ზე.
არ გაუღეს კარი ადვოკატ-ებ-ის გარეშე;
პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი!
(ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 სთ-მდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ.) აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში “ნიაკოს”. ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ: ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს “ნიაკო”.
ისტერიულ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ:
მას შემდეგ რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა.
(ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო – ლეკიშვილმა.) სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და “გაიყვანეთ ცუდად არ გახდეს!”-ო.

ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი. ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. (რით ვეღარ გაიგეს!) არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა.
ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი.

მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს: – ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ სცნობსო. არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი.
მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი: – კვალში გიდგავარ(თ)!
და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით:
1) გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით!
2) გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო ისტორიის მასწავლებელი! 3) ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია!
და ბოლოს ყველასთვის საინტერესო,
კითხვა I: — ყველა დაიჭირეს?
ჩემი პასუხი: — არასრულწლოვანები კი!
კითხვა II: — გამოძიება გრძელდება?
ჩემი პასუხი: — კი!
კითხვა III: — რაღას იძიებენ?
ჩემი პასუხი: — ოოოოოო! “ – წერს გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved