• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Eagle Hills–მა ახალი დოკუმენტები წარადგინა – სკანდალი ჯერ არ დაწყებულ პროექტზე

ალია ავტორი - ალია
17:28 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,795

დღეს საჯარო რეესტრმა “Eagle Hills საქართველოს” კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე და ამონაწერის განახლებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რათა დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

“წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალ 1 000 ლარი. „მეწარმეთა შესახებ „ საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში ,კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

ასევე წესდების 3.2 მუხლის ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მფლობელი – იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის რეგისტრირებული, თანხმობას გამოთქვამს რომ მისი აქციების 33.33%-ის მფლობელი გახდეს საქართველოს მთავრობა.

გამოცემა bm-ge–ის ცნობით, კომპანიამ განახლებული დოკუმენტაცია, მათ შორის შეცვლილი სახით სადამფუძნებლო შეთანხმება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე უკვე ატვირთა და ამჟამად რეესტრის მიერ ცვლილების რეგისტრაციაზე თანხმობას ელოდება.

Eagle Hills-მა 18 ნოემბერს საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიმართა. წარდგენილი ცვლილებებით აღნიშნული იყო კომპანიის კაპიტალის ცვლილება და A და B კლასის წილების გამოშვება. თუმცა, 19 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

დღეს წარდგენილი განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმებით, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ასეთი იქნება:

  • ნებადართული წილები: საზოგადოებას აქვს 1 000 ცალი ნებადართული B კლასის წილი 8 კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
  • ნებადართული კაპიტალი: 11 000 ლარი;
  • წილების კლასები: საზოგადოებას აქვს განთავსებული A კლასის და ნებადართული B კლასის წილები. A კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. B კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი განთავსებული A კლასის წილი საზოგადოებას B კლასის წილები არ განუთავსებია.
  • განთავსებული კაპიტალი: საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს.

ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული სახით საჯარო რეესტრი კომპანიის მიერ მოდიფიცირებულ კაპიტალის მაჩვენებლებს.

“იგლ ჰილს საქართველო” 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved