• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ე.წ. მტკიცებულებები ნაცარტუტად გადაიქცევა ობიექტური სასამართლოს პირობებში” – ბერდია სიჭინავა

ალია ავტორი - ალია
18:11 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

ჩორჩანას საქმეს გრიფი ადევს – გიორი გახარიას ადვოკატები დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.

როგორც ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაუთქმელობასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილება უკვე ჩააბარეს პროკურატურას.

ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები რაც გახარიას წინააღმდეგ საქმეში დევს, ობიქეტური სასამართლოს პირობებში “ნაცარტუტად გადაიქცევა”.

პროკურატურა, სასამართლო – არ არსებობს, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. აქ სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე საუბარიც არ არის. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით. გიორგი გახარიას კი არ ედავებიან – საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ, როგორ გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი. ეს იქნება საქართველოს დაზიანება, რაც დღეს პროკურატურამ და სასამართლომ გააკეთა. ორჯერ დაგვჭირდა ახსნა, ვერ გავიგეთ რას ამბობდა მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს, თუმცა ცხადი იყო, რომ პატიმრობას უფარდებდა.

ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირი ფორმით ამართლებს გიორგი გახარიას და ის შეთითხნილი პასკვილები. ე.წ. მტკიცებულებები, რაც საქმეში არის რა თქმა უნდა, ნაცარტუტად გადაიქცევა ობიექტური სასამართლოს პირობებში, მაგრამ ამ სასამართლოს პირობებში, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები აქრ გვაქვს. სუს-ის უფროსი (საუაბარია ყოფილ უფროსზე, ვახო გომელაურზე) რომელცი თავის გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ხელი ხაზის მეშვეობით გაიგო ჩორჩნაში საგუშაგოს აგების შესახებ, როგორი მოწმე არის საზოგადოებამ შეაფასოს და მეორე, თუ ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ქმედებას ჰქონდა ადგილი და სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა გიორგი გახარიამ, გომელაური იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რატომ არცერთხელ არ დააყენა მთელი ამ წლების განმავლობაში ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში? რატომ საუბრობდა და რატომ გამოუცხადა იმ პოლიტიკურმა გუნდმა ორჯერ ნოდბა გახარიას, რომელიც დღეს ტალახს და ლაფს ესვრის მას? 

გაუთქმელობასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილება უკვე ჩავაბარეთ პროკურატურას, შესაბამისად ამ მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს მტკიცებულებები პრიდაპირ ადასტურებენ გიორგი გახარიას უდანაშაულობას.

ჩვენი სურვილია გასაჯაროვდეს ეს მტკიცებულებები და ხალხმა დაინახოს რეალურად საქმეში რა დევს და რა არ დევს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved