• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძვირფასო „ქოცებო“, პირი რომ მოგიღიათ, თავადაც ხომ იცით, რომ იტყუებით?” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
21:56 02-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
680

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია ეხმაურება პარლამენტარ ალუდა ღუდუშაურს, რომელიც ამტკიცებდა დღეს, რომ წალენჯიხაში, კორუფციის მუხლით დაკავებულ მერიის ორ თანამშრომელზე  წალენჯიხის მერს არ გაუკეთებია კომენტარი და მისი აზრით ეს იმას მიუთითებს, რომ მერიაში მენეჯმენტი მოშლილია. 

ცნობისთვის, წალენჯიხის მერის კომენტარი, გუშინ, სუსის განცხადებიდან მალევე გავრცელდა.

ბერდია კალანდია:

წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებამ „ოცნებას“ ფრთები ისე შეასხა, ხელისუფების ფანტაზია კოსმოსს გასცდა. მართალია, ბევრმა იკითხა, კორუფციას თუ ებრძვიან, ეს კორუფცია მხოლოდ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტშია, თუ სხვაგან ვერ აკავებენო, მაგრამ ეგ სხვა მასალის თემაა.

ასე, მაგალითად, ვინმე დ. ბელქანია, რომელიც წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი „ოცნების“ სიით გახდა, უტიფრად ამტკიცებს, რომ წალენჯიხის მერი და მისი მოადგილეები არ მუშაობენ.

პარლამენტის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კი განაცხადა, რომ თითქოს, წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ქოსატყუილა“ – ასე ქვია ერთ გენიალურ ქართულ ხალხურ ზღაპარს. ჰოდა, ბელქანია, ღუდუშაური და სხვა „ქოცებიც“ სწორედ ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟის, ანუ ქოსატყუილას პროტოტიპია.

დიახ, ძვირფასო „ქოცებო“, შუბლის ძარღვი კარგა ხნის წინ რომ გაგიწყდათ, ეს გადასარევად ვიცით, მაგრამ ასეთი მატყუარებიც თუ იქნებოდით, ძნელი წარმოსადგენი იყო. რომ დგახართ და პირი მოგიღიათ, წალენჯიხის მერს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია და მერის მოადგილეები სამსახურში არ დადიანო, თქვენც ხომ იცით, რომ იტყუებით და ამის გამო, მინიმუმ, ცხვირი გაგეზრდებათ?

ისე, პოლიტყუილების გამო მხოლოდ ცხვირი კი არა, ყურებიც გაზრდილი გაქვთ. აი, თვალები კი, როგორც ყველა მატყუარას, ისე დაგიწვრილდათ, რომ ვეღარაფერს ხედავთ, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ ხარჩილავამ მომხდარზე კომენტარი სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.

აი, მაგალითად, მისი მოადგილე თამარ ბელქანია კი სამსახურში იმიტომ არ იყო, რომ კლინიკაში იწვა – ოპერაცია გაიკეთა.

და თუ არ იცით და არ გინახავთ გია ხარჩილავას განცხადება – ეგ უარესი, გამოდის ამ პარლამენტარ ღუდუშაურს არც დამხმარე ჰყავს, არც ფრაქციაში ურჩევს ვინმე რამეს, არც ფრაქციის პიარი აწვდის ინფორმაციას, არც მედიას ეცნობა – აბა, რას აკეთებს? დადის სხდომებზე და ილანძღება? დადის სხდომებზე და იტყუება? რაღა იმას მიახტება ხოლმე დასაკომენტარებლად, რაც არ იცის, თუ არაფერი იცის და სულ ერთია რაზე ილაპარაკებს?

და ბოლოს, ბატონო ალუდა, თუ ამბობთ, რომ წალენჯიხის მერმა რაკი განცხადება არ გააკეთა, ესე იგი, მენეჯმენტი მოშლილია, თქვენივე ლოგიკით, გამოდის, რაკი ჰქონდა გაკეთებული განცხადება, მენეჯმენტი იდეალურად მუშაობს, ხომ? – მშვენიერი, საკამათოც არაფერი გვქონია, გამოდის მაშინ. 

ერთი სიტყვით, „ქოცებო“, ნევროლოგი ვეღარ გიშველით, ამიტომ, გირჩევთ, ფსიქიატრს მიაკითხოთ და „ლუმინალი“ მოითხოვოთ – იქნებ, ცოტა დამშვიდდეთ.

ისე, რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თქვენს დროს გახდნენ მერიის თანამშრომლები. ყველა რომ დაეთხოვა ახალ მერს, მერე გენახათ ბრალდებები, პარტიული ნიშნით გაუშვა ხალხი სამსახურიდანო. ხოდა, გამოდის, რომ საჯარო უწყებები ქრთამისკენ მიდრეკილი ხალხით თქვენ გამოტენეთ.
ასე რომ, ახლა თქვენი სუსი აღარ გავიგოთ და ენაც დაიმოკლეთ, თორემ ხალხმა ყველაფერი იცის!

“ორივე თანამშრომელი აქ დამხვდა, საკუთარი გამოცდილებით, ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებულნი, გაირკვეს რა მოხდა” – გია ხარჩილავა

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved