• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძველი კომისიის მუშაობა ეჭვს იწვევს” – საპატრიარქო 2006 წელს შექმნილ კომისიაზე იწყებს საუბარს

ალია ავტორი - ალია
15:12 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ირკვევა, რომ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლის საკითხზე ძველი კომისიის მუშაობის დროს, ყველა გამოსარკვევი ხაზი საქართველოს საზიანოდ გაავლეს“, – საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი მამა ანდრია ჯაღმაიძე ეჭქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი  სამთავრობო  კომისიის საქმიანობას.

როგორც მამა ანდრიამ “2020NEWS“-თან საუბარისას განაცხადა, ძველმა კომისიამ საზღვარი ისე გაავლო,  1938 წელს საბჭოთა კავშირის მიერ დამტკიცებული რუკით არ იხელმძღვანელა..

“ძველი კომისია ადგენდა სასაზღვრო ზოლს, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს უნდა დაემტკიცებინა. ირკვევა, რომ ძველი კომისიის მუშაობის დროს, ყველა გამოსარკვევი ხაზი საქართველოს საზიანოდ გაავლეს. აღსანიშნავია, რომ იმ რუკით არ იხელმძღვანელეს, რომელიც 1938 წლის ხელშეკრულებით იყო დადგენილი. ეს იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს. ამ საკითხზე ადრეც ძალიან ხშირად ვსაუბრობდით, თითქმის ყველა კომენტარში დავით გარეჯზე.

ახალი კომისიის მუშაობის სპეციფიკის დეტალები ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, მთლად ინფორმაციის გარეშეც არ ვართ. ერთი  რაღაცის თქმა კი შემიძლია, რომ განახლებული კომისია პრინციპულად სხვა ძალისხმევით შეუდგა მუშაობას და გაცილებით ეფექტურია მათი პოზიცია. ახალი კომისიის მუშაობის შედეგიანობის იმედი გვაქვს. საპატრიარქო კომისიის საქმიანობაში ჩართული არ არის. თუმცა,  სხვა მხრივ ინფორმირებულები ვართ.”

“ალია” შეგახსენებთ, გენერალურ პროკურატურაში უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

რატომ სდუმდა ხელისუფლება და საპატრიარქო 8 წელი და რატომ მოახერხეს მხოლოდ 8 წლის მერე ძველი კომისიის წინააღმდეგ საუბარი, ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

თეგები: დავით გარეჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved