გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.
სინოპტიკოსების ცნობით, 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, არამდგრადი ამინდები 23 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
“ეს, განსაკუთრებით, ეხება 22-23 დეკემბერს. 24 დეკემბერს თოვის ინტენსივობა დაიკლებს, გამოიდარებს და გამოდარებას მოჰყვება ყინვის გაძლიერება დაბლობში, ბარში, მთასა და მაღალ მთაში”, – განაცხადა გვაზავამ.














კომენტარები