• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ძირს რუსეთუმე შარლ მიშელი!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
13:54 08-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,055

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,ძირს რუსეთუმე შარლ მიშელი!

შარლ მიშელის განცხადებამ სულ აურია დალაგებული კარტები ნაცებს და მათ ანასხლეტებს. არადა, რა თქვა ახლა ამ კაცმა ისეთი, 2030 წელს ევროკავშირში ყველა კანდიდატს მივიღებთო. მართალია, მანამდე ჯერ კიდევ 7 წელია და ეს იმას უფრო გავს, „ჩერეზ პიატ ლეტ პამაგუ, გენაცვალე“-ო, მაგრამ გაიძვერობაში გამოცდილი და გაქნილი ნაცების ლოგიკა ასეთია:

„ჩვენი გათვლებით, ამ წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ უნდა მიიღოს, რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი მღელვარება ლოზუნგით – „ევროპამ უარი გვითხრა პრორუსული ხელისუფლების გამო, ამიტომ თუ ევროპაში გვინდა, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!“ 7-8 მარტის მსგავსი მასობრივი გამოსვლების გზით უნდა დაიწყოს ქვეყნის რყევა, მართალია, ამის შედეგად სახელმწიფო გადატრიალება (რომელსაც რევოლუციას დაარქმევდნენ) ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილი 7-8 თვის მანძილზე ეს ლოზუნგი მუდმივად იტრიალებდა, ანტისახელისუფლო გამოსვლებიც ამ ლოზუნგების ქვეშ ადვილად დაორგანიზდებოდა და მომავალი წლის შემოდგომაზე საზოგადოებრივი აქტივობის ამ მაღალ გრადუსზე „ანტიევროპელი ხელისუფლების“ იარლიყით აღჭურვილი ოცნების არჩევნებში დამარცხებაც რეალურად გამოიყურებოდა.

ნაცების გებელსმა ნიკა გვარამიამ გამარჯვების ეს გეგმა მოკლედ და კონკრეტული ფორმულის სახითაც კი ჩამოაყალიბა. რაც შეეხება გამოსვლებისთვის მასობრივი სახის მიცების შთაბეჭდილებას, ესეც უკვე ნაცადია: რამდენიმე ასეული კარგად დატრენინგებული ახალგაზრდა ადვილად აიყოლიებს რამდენიმე ათას პატრიოტ, მაგრამ გულუბრყვილო მოქალაქეს, იმათ დაემატებათ ნაცფაშისტების ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში თბილადგილდაკარგული ყოფილი ბიუროკრატები, მათი ოჯახის წევრები და 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება საპროტესტო აქციებზე სავსებით რეალურია.

მერე უკვე ნაცტელევიზიების გამოცდილების და ტექნიკის საქმეა, როგორ წარმოაჩინონ ეს 5-6 ათასი პროტესტის გამომხატველი 5-ჯერ და 10-ჯერ მეტ ადამიანად. ამით შექმნან ხელისუფლების რყევის სურათი, დაამუნათონ მისი მხარდამჭერები „მოღალატის“ იარლიყის მიკერებით და საქმეც გაკეთებულია. ამ ყველაფერში კი მთავარი მასობრივი გამოსვლების მიზეზი და საფუძველი უნდა ყოფილიყო სტატუსის ვერ მიღება.

ეხლა კი რა გამოდის? ეს შარლ მიშელი ისე ლაპარაკობს, მგონი კანდიდატის სტატუსის მოცემას უპირებენ საქართველოს, მერე გამოვა მაგალითად:ბოკერია ან ხაზარაძე, ცხვირწინ დაუტრიალებს თითს გვარამიასნაირ თავდაჯერებულს და ეტყვის: „ხომ გითხარი გაფრიანდებიანო, შე გალსტუკიანო პეპელა, ჰა… აბა ეხლა შენ გააღე პირი და თქვი ააააა?!“

ამიტომ სასწრაფოდ დასჭირდათ ნაციდეოლოგებს მესიჯბოქსების გადაწყობა და უკვე გვესმის შემდეგი „ბრძნული აზრები“: „ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, კანდიდატის სტატუსი უკვე მოპოვებული გვექნებოდა და ეხლა გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი“ (მერე რა, რომ დიდმა მიშელმა თქვა, 2030 წლამდე ეგ ყველასთვის ადრეაო?!). მთავარი თავის გასამართლებელი „არგუმენტი“ ნაცებმა ადრევე შეიმუშავეს: „თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, თუ არ მოგვცეს – ხელისუფლების“. მართალია, ამ „არგუმენტის“ სისუსტე და ალოგიკურობას თვითონვე გრძნობენ (თუ არ მოგვცეს სტატუსი, ე. ი. ხალხი არ ვიმსახურებთ?), მაგრამ სულ არარაობას, ქვეყნის წარმატების ასეთი ახსნა არ ჯობია? აბა ხელისუფლებას ხომ არ ჩააწერინებენ ქულებს?

მოკლედ, ეს შარლ მიშელი მგონი რუსეთუმეა, რადგან ნაცების გეგმების არევისა და „რუსულ ოცნებას“ პოზიციების გაძლიერების მეტს არაფერს აკეთებს.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved